საოცნებო სტარტი
გუშინ სტარტი აიღო სეზონის პირველმა გრანდ ტურმა – ჯირო დ’იტალიამ
წელსა განსაკუთრებული დასაწყისი განაპირობა სასტარტო სამი ეტაპის ჰოლანდიაში გამართვამ, ჰოლანდიაში სადაც ველოსპორტი ნამდვილად უპოპულარულესი სახეობაა და აკი მოიქცა კიდეც ასობით ათასი ადამიანის ყურადღების ცენტრში.
პირველი ეტაპათ 9,8 კილომეტრიანი დროზე ინდივიდუალური რბოლა დაიგეგმა და მართლაც რომ საოცნებოდ დასრულდა.
ეტაპი თანამემამულეთა სასიხარულოდ რომელთა შორის ნამდვილად გამორჩეული იყო მისი სამეფო უდიდებულესობა ჰოლანდიის მეფე ვილლემ–ალექსანდრე, ადგილობრივმა ტომ დუმულინმა მოიგო რითაც დაადასტურა თავისი ვარსკვლავური სტატუსი. ტომმიმ მინიმალური უპირატესობით იმარჯვა, სხვაობამ მეორე ადგილოსან სლოვენიელ პრიმოზ როგლიჩთან წამზე ნაკლები შეადგინა და შედეგათ ტომი სანუკვარ ვარდისფერში შეიმოსა.

6 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 01 : Apeldoorn – Apeldoorn ITT
DUMOULIN Tom (NED) Giant – Alpecin, Maglia Rosa
Photo : Yuzuru SUNADA
გენერალურ კლასიფიკაცისათვის მებრძოლთა შორის საუკეთესო დრო უკვე ლეგენდარულმა, კარიერაში სამივე გრანდ ტურის გამარჯვებულმა, მესინელ ზვიგენად წოდებულმა ვინჩენცო ნიბალიმ აჩვენა.

6 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 01 : Apeldoorn – Apeldoorn ITT
3rd : NIBALI Vincenzo (ITA) Astana
Photo : Yuzuru SUNADA
ავადმყოფობის გამო ჰოლანდიელების ზეიმს ხელი ვერ შეუშალა არანაკლებ ლეგენდარულმა სპარტაკმა – ფაბიან კანჩელარამ.

6 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 01 : Apeldoorn – Apeldoorn ITT
CANCELLARA Fabian (SUI) Trek – Segafredo
Photo : Yuzuru SUNADA
გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლ ფავორიტთა ცხრილი კი ასე გამოიყურება
ადგილი | სახელი და გვარი | ქვეყანა | გუნდი | ჩამორჩენა |
---|---|---|---|---|
1 | ტომ დუმულინი | ჰოლანდია | ჯანტ ალპეცინი (გერმანია) | 11:03 |
16 | ვინჩენცო ნიბალი | იტალია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 0:19 |
23 | ალეხანდრო ვალვერდე ბელმონტე | ესპანეთი | მუვისტარი (ესპანეთი) | 0:24 |
33 | ხუან ესტებან ჩავეს რუბიო | კოლუმბია | ორიკა გრინ ეიჯი (ავსტრალია) | 0:30 |
38 | ილნურ ზაკარინი | რუსეთი | კატიუშა (რუსეთი) | 0:32 |
41 | რაიდერ ჰეჯდალი | კანადა | ტრეკ სეგაფრედო (აშშ) | 0:33 |
43 | რიგობერტო ურან ურან | კოლუმბია | კონანდეილი (აშშ) | 0:33 |
60 | რაფალ მაიკა | პოლონეთი | ტინკოფფი (რუსეთი) | 0:38 |
62 | ჟან კრისტოფ პერო | საფრანგეთი | აჟედუარ ლა მუნდიალე (საფრანგეთი) | 0:38 |
67 | მიკელ ლანდა მეანა | ესპანეთი | სკაი (დიდი ბრიტანეთი) | 0:40 |
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.