Header

სამთო სამეული პირველი კვირის ბოლოს

წლევანდელ ვუელტას მრავალი სპეციფიკა გააჩნია, ერთერთი პირველი დასვენების დღის ათი ეტაპის შემდეგ დაგეგმვა იყო. მაგრამ ამას ემატებოდა ისიც, რომ ამ ათი ეტაპიდან ბოლო სამი აღმართზე ფინიშით გვირგვინდებოდა.

  • მე–8 ეტაპზე – ალტო დელა კამპერონა, კატეგორია 1, სიმაღლე ზღვის დონიდან 1600 მეტრი, 8.5 კილომეტრი სიგრძე, საშუალო გრადიენტით 7.4% (მაქს. 25%; რამდენიმე 20%–იანი მონაკვეთი), ეტაპის სრული დისტანცია 181.5 კილომეტრი;
  • მე–9 ეტაპზე – ალტო დელ ნარანკო, კატეგორია 2, ზღვის დონიდან 585 მეტრი, 5.7 კილომეტრი სიგრძე, საშუალო გრადიენტით 6.1% (ეტაპზე მანძილზე კიდე ოთხი კატეგორიანი აღმართი), ეტაპის სრული დისტანცია 164.5 კილომეტრი;
  • მე–10 ეტაპზე – ლაგოს დე კოვადონგა, კატეგორია H, სიმაღლე ზღვის დონიდან 1110 მეტრი, 12.2 კილომეტრი სიგრძე, საშუალო გრადიენტით 7.2% (მაქს. 17.5%, ეტაპზე კიდე ერთი პირველი კატეგორიის უღელტეხილი), ეტაპის სრული დისტანცია 188.7 კილომეტრი;

 

კარგათ თუ დავაკვირდებით სამივე აღმართს თავისი სპეციფიკა გააჩნია, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მათგანს თავისი ფავორიტი უნდა ყოლოდა. მაგალითად პირველზე 20% მეტი გრადიენტით მონაკვეთთა სიუხვე და სიმაღლე ზღვის დონიდან, მეორეზე აღმართის მოკლე სიგრძე და დაბალი საშუალო სირთულე, მესამეზე კი გრძელი აღმართი მანამდე დაძლეული მაღალი კატეგორიის უღელტეხილით. შეიძლება ითქვას ვუელტას ეს სამ ეტაპიანი ნაწილი ცალკე მინი რბოლად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, რადგან ამ სამეულის განმავლობაში უნდა გამოკვეთილიყო მომავალი გენერალური კლასიფიკაციის პირველი კონტურები.

დაუმატებდი ორ ფაქტორს. პირველი წნეხის ქვეშ მყოფი მუვისტარის წინასწარი განცხადება შეტევითი ტაქტიკის შესახებ, რომელიც თვითონ ნაირომ გაახმოვანა და მეორე წინა ეტაპზე დაცემული კონტადორის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ეტაპი ორად გაიყო, დაწინაურებულებს დიდი შანსი ქონდათ რადგან ბმს მაისურს ვერ დაიცავდა და მათ გამოიყენეს კიდეც ეს შანსი. გუნდური ტაქტიკის კარგი მაგალითი ვიხილეთ კატიუშელების, კოლუმბიელი ჯონათან რესტრეპოსა და უზბეკეთის სახელით მოასპარეზე რუსი სერგეი ლაგუტინის შესრულებით. ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე სტილში, ფინიშთან შეტევით კარიერაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

 

27 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 08 : Villalpando - La Camperona 1st : LAGUTIN Sergey (RUS) Katusha Photo : Yuzuru SUNADA

27 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 08 : Villalpando – La Camperona
1st : LAGUTIN Sergey (RUS) Katusha
Photo : Yuzuru SUNADA

 

დიდებმა გადამწყვეტი შეტევა ბოლო კილომეტრის მისადგომებთან მოაწყვეს. პირველმა ფრუმმიმ შეუტია, ამას მხოლოდ კონტადორი და კინტანა გამოეხმაურნენ. ბოლო კილომეტრის ნიშნულთან მიახლოებისას ნაიროს კონტრშეტევამ ორივე მოწინააღმდეგე დატოვა მისგან მოშორებაზე.

 

27 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 08 : Villalpando - La Camperona CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff CHAVES Johan Esteban (COL) Orica - BikeExchange PARDILLA Sergio (ESP) Caja Rural - Seguros RGA, at La Camperona Photo : Yuzuru SUNADA

27 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 08 : Villalpando – La Camperona
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
CHAVES Johan Esteban (COL) Orica – BikeExchange
PARDILLA Sergio (ESP) Caja Rural – Seguros RGA, at La Camperona
Photo : Yuzuru SUNADA

 

ბოლო კილომეტრზე დიდი რბოლა გაჩაღდა, ნაირომ აღარავინ მიიახლოვა და რამდენიმე წამის გარდა ფსიქოლოგიურ ინიციატივასაც დაეუფლა. ფრუმი ერთხანს ცდილობდა მასთან მიახლოებას, ის იმ დღეს აშკარად არ იყო კარგ მდგომარეობაში, საფინიშო დერეფანში ალბერტომ მაინც გაუსწრო და შეიძლება ითქვას დანაკარგების მინიმალიზებას მიაღწია.

 

27 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 08 : Villalpando - La Camperona QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar, at La Camperona Photo : Yuzuru SUNADA

27 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 08 : Villalpando – La Camperona
QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar, at La Camperona
Photo : Yuzuru SUNADA

 

კოლუმბიელი წითელში შეიმოსა, რასაც ჯერ ასევე ლოკალური მნიშვნელობა ექნებოდა. შეიძლება ითქვას პირველი ბატალია მცირეოდენი ჩხვლეტებით დასრულდა. რა თქმა უნდა ყველა ითვალისწინებდა, რომ წინ კიდე ორი რთული ეტაპი ელოდა.

მეორე დღეს როგორც მუვისტარში შემდეგ განაცხადეს ეცადეს წითელი მაისურის შენარჩუნებას, თუმცა მე ვიტყოდი მათი მთავარი მიზანი მეორე დრისათვის ძალების აკუმულირება უფრო იყო, რადგან ამ მოკლე დაბალ გრადიენტიან აღმართზე შეუძლებელი ჩანდა რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა. შესაბამისად ეტაპი ისევ იმ მომენტისათვის დაწინაურებულთაგან ყველა კარგ ფორმაში მყოფმა და სწორ მომენტში შეტევაზე წასულმა ესპანელმა დავით დელა კრუსმა მიითვალა და ესეც როგორც გუშინდელ შემთხვევაში გამარჯვებულის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა, ამავე დროს დავითმა წითელი მაისურიც გადაიბარა რაც უდავო ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი იქნება მის კარიერაში.

 

28 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 09 : Cistierna - Oviedo. Alto del Naranco DE LA CRUZ David (ESP) Etixx - Quickstep, Leader of the General Classification Photo : Yuzuru SUNADA

28 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 09 : Cistierna – Oviedo. Alto del Naranco
DE LA CRUZ David (ESP) Etixx – Quickstep, Leader of the General Classification
Photo : Yuzuru SUNADA

 

დიდებიდან მკვეთრი ფინიშის მქონე ესპანელებმა ალეხანდრო ვალვერდემ და სამუ სანჩესმა შეუტიეს, ფინიშის ხაზთან მათ იტალიელმა აჯობა, ჯანლუკა ბრამბილას უკეთესი საფინიშო მდგომარეობა აღმოაჩნდა თუმცა მთლიანობაში ჯგუფი ერთად მოვიდა და წითელი მაისურის მაძიებელთა შორის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.

 

28 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 09 : Cistierna - Oviedo. Alto del Naranco SANCHEZ Samuel (ESP) BMC VALVERDE Alejandro (ESP) Movistar, Leader of the Combination Classification FROOME Christopher (GBR) Sky Photo : Yuzuru SUNADA

28 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 09 : Cistierna – Oviedo. Alto del Naranco
SANCHEZ Samuel (ESP) BMC
VALVERDE Alejandro (ESP) Movistar, Leader of the Combination Classification
FROOME Christopher (GBR) Sky
Photo : Yuzuru SUNADA

 

ასე მიუახლოვდით პირველი კვირის ლეგენდარულ აღმართს ლაგოს დე კოვადონგამდე, ლეგენდარულ ასვლას უნდა დაეხურა 2016 წლის ვუელტას პირველი კვირა.

დიდებმა აქ უკვე ეტაპი აღარ დათმეს, თუმცა დაწინაურებულთაგანს საბოლოოდ მხოლოდ ნაირომ გაუსწრო, დაწინაურებულებსაც გააჩნია. იმ დღეს შეუდარებელი იყო რობერტ გესინკი ჰოლანდიური ლოტოდან, ის უბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას, რაც უდავოდ გვახარებს, მისი სახით მეორე რიგის ფავორიტთა ჯგუფს ღირსეული წარმომადგენელი შეუერთდება.

 

29 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 10 : Lugones - Lagos de Covadonga GESINK Robert (NED) Lotto NL - Jumbo, at Lagos de Covadonga Photo : Yuzuru SUNADA

29 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 10 : Lugones – Lagos de Covadonga
GESINK Robert (NED) Lotto NL – Jumbo, at Lagos de Covadonga
Photo : Yuzuru SUNADA

 

რაც შეეხება დიდებს, 2016 წლის ლაგოს დე კოვადონგაზე ასვლა ნამდვილად შევა სასწავლო წიგნებში როგორც ერთერთი ყველაზე აკადემიური, აღმართზე ასვლის სხვადასხვა სტილებით წარმოდგენილი. ასვლის დასაწყისში ფრუმი ჩამორჩა, ის როგორც ვიცით საკუთარ ტემპზე გადავიდა. ასეთ დროს მას საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ირგვლივ. მისთვის მთავარია საკუთარი კომპიუტერის მონაცემები, მთავარია არ ჩამორჩეს საკუთარ გრაფიკს, არ დაუვარდეს სიმძლავრე. მან იცის რა დროში ავა მწვერვალამდე და ასევე იცის სავარაუდოდ სხვები როგორ ავლენ.

 

29 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 10 : Lugones - Lagos de Covadonga SCARPONI Michele (ITA) Astana CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff FROOME Christopher (GBR) Sky VALVERDE Alejandro (ESP) Movistar, at Lagos de Covadonga Photo : Yuzuru SUNADA

29 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 10 : Lugones – Lagos de Covadonga
SCARPONI Michele (ITA) Astana
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
FROOME Christopher (GBR) Sky
VALVERDE Alejandro (ESP) Movistar, at Lagos de Covadonga
Photo : Yuzuru SUNADA

 

აღმართის ერთ მონაკვეთზე მისი ჩამორჩენა თითქმის ერთ წუთს აღწევდა და საქმეში ჩაუხედავი იფიქრებდა ფრუმი დამთავრდაო. ამ დროს ძირითადი შეტევა ალეხანდროს ჟესტით ნაირომ განავითარა, მას მხოლოდ კონტადორმა უპასუხა. ეს მეორე ტაქტიკური მონახაზი, მუვისტარმა კაპიტანს შეატევია და მეორე მრბოლელი მის უკან დარჩა. მოგვიანებით როცა ფრუმი წამოეწია კარგად გამოჩნდა რომ ალეხანდრო უპრობლემოდ დაეკიდა ბორბალზე. კინტანა კონტადორის დუეტი სხვებთან ერთად ბოლო ხუთ კილომეტრიან მონაკვეთამდე ერთად აგრძელებდნენ რბოლას, მაგრამ მერე აღმოჩნდა რო ეს კონტას მაქსიმუმი იყო, ნაირომ შეუტია რასაც მან ვერ უპასუხა. ნაირო წავიდა ეტაპის ასაღებად და წითელი მაისურის დასაბრუნებლად და ამ დროს მისი მთავარი მოწინააღმდეგე თავის ტემპით ამსვლელი კრის ფრუმი იყო. მან ერთ ხანს ჩამორჩენილ ორიკელებთან, მოითქვა სული.

 

29 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 10 : Lugones - Lagos de Covadonga YATES Simon (GBR) Orica - BikeExchange CHAVES Johan Esteban (COL) Orica - BikeExchange, at Lagos de Covadonga Photo : Yuzuru SUNADA

29 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 10 : Lugones – Lagos de Covadonga
YATES Simon (GBR) Orica – BikeExchange
CHAVES Johan Esteban (COL) Orica – BikeExchange, at Lagos de Covadonga
Photo : Yuzuru SUNADA

 

ხაზი უნდა გაესვას საიმონ იეიტცის მიერ ამ დროს გაწეულ ბრწყინვალე გუნდურ სამუშაოს. შემდეგ ფრუმიმ გააგრძელა და ყველა უკან ჩამოიტოვა, საგულისხმოა რომ ასეთ დროს არ შედრკა დიდი კოლუმბიელი. მან ბოლომდე გაძლო და ლაგოს დე კოვადონგაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

 

29 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 10 : Lugones - Lagos de Covadonga 1st : QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar, at Lagos de Covadonga Photo : Yuzuru SUNADA

29 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 10 : Lugones – Lagos de Covadonga
1st : QUINTANA Nairo Alexander (COL) Movistar, at Lagos de Covadonga
Photo : Yuzuru SUNADA

 

აღმართზე ტრავმამ თავი იჩინა და ალბერტომ კიდე დაკარგა დრო. წინ დასვენების დღე იყო, რომლის დროსაც პრეს კონფერენციაზე მან განაცხადა რომ აღდგენის პროცესის დინამიკა დადებითია და ის იბრძოლებს. მას ფრანგული ტურის შემდეგ დიდი სპორტის დატოვების ავკარგიანობაზეც კითხეს, რაც ელ პისტოლერომ ნაადრევად გამოაცხადა.

დღეს დასვენების დღის შემდეგ ფრიად სახიფათო მეთერთმეტე ეტაპი შედგა პიენა კაბარგაზე საფინიშო ასვლით, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer