Header

სად შეიძლება ქუთაისში უსაფრთხოდ და კომფორტულად ივარჯიშო ველოსიპედით?

სად შეიძლება ქუთაისში უსაფრთხოდ და კომფორტულად ივარჯიშო ველოსიპედით?

 

 

ჩემთვის ეს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკია, ჭავჭავაძეზე.

ქვაფენილის ბილიკები, რომლებიც ღამითაც ნათდება, კარგად არის დაგეგმილი. შეგიძლიათ აირჩიოთ გრძელი მარშრუტი, პარკის ირგვლივ, რომლის სიგრძე თითქმის 1 კმ–ია. მოკლე მარშრუტებიც ხეივანში გადის.

სუფთა ჰაერი ამ ადგილის კიდევ ერთი პლიუსია.

თუ სკეიტიც გაქვთ ახალგაზრდობის პარკი უალტერნატივოა.

რამდენად იოლია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკამდე ველოსიპედით მოსვლა?

მე აღმაშენებელზე, ფოლკლორის სასახლესთან ვცხოვრობ. სწორედ აქედან დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა.

მივდივართ ველობილიკზე, რომელიც რამდენიმე დიდ სამანქანო გზას კვეთს. გადასასვლელზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მწვანეზე გადავდივარ შესაძლოა მოსახვევიდან მანქანა შემოვიდეს და არ დამითმოს.

მეორე დისკომფორტი ველობილიკის დაზიანებული ადგილებია.

ქვეითად მოსიარულე ხალხიცხშირად სარგებლობს ველობილიკით. იქონიეთ სიგნალი.

მაგრამ ყველაფერი ეს არაფერია მეოთხე პრობლემასთან.ველობილიკი სავსეა მანქანებით. ამიტომ სამანქანო გზაზე მიწევს გადასვლა. აღმაშენებელზე ინტენსიური მოძრაობის გათვალისწინებით ეს მეტად სახიფათო მანევრია.

უკეთესია ვიმოძრაო პატარა ქუჩებით. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მანქანები მინიმალურად მოძრაობენ.

თუ არ გაგიმართლად და ვინმეს ჭიშკარი გაღებილი დარჩა აჯობებს ჩამოქვეითდეთ და ქუჩაში მოსეირნე ძაღლს მშვიდობიანათ დაშორდეთ.

 

ამით დავასრულებ. თუ გაქვთ უკეთესი მარშრუტი ველოსიპედისთვის  გამოგვეხმაურეთ.

 

 

ავტორი მათე დვალიშვილი

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer