Header

რიჩარდის ოქრო ეკვადორს

24 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფარგლებში გაიმართა ჯგუფური რბოლა ველოსპორტში რომელზეც კარიერაში უდიდესი გამარჯვება იზეიმა გამოჩენილმა ეკვადორელმა რიჩარდ კარაბასმა!

 

Tokyo 2020 Olympic Games – Olimpiadi Tokyo 2020 – Men’s Road Race – Musashinonomori Park – Fuji Internetional Speedway 234 km – 24/07/2021 – Scenery – photo Luca Bettini/BettiniPhoto©2021

 

234 კილომეტრზე, 4800 მეტრზე ჯამური ასვლით, ურთულეს კლიმატურ პირობებში, რბოლა კლასიკური სცენარით წარიმართა, საწყის მონაკვეთშივე წარმოიშვა მასტაბილირებელი დაწინაურებულთა ჯგუფი რომელიც ფავორიტებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. პირველი სერიოზული აღმართზე შეტევა ფინიშამდე 37 კილომეტრით ადრე, ოლიმპიადაზე მოქმედი ფრანგული გრანდ ტურის გამარჯვებულის რაგში ჩასულმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა წამოიწყო. ასეთი რანგის ტოპ ფავორიტს პელოტონი ბუნებრივია ვერ გაუშვებდა და ასეც მოხდა. სამაგიეროდ 25 კილომეტრით ადრე შემტევი ამერიკელი ბრენდონ მაკნალტი ტადეის შეტევის შედეგად საკმაოდ გამოხშირულმა ფავორიტთა ჯგუფმა ტრადიციული ერთმანეთის ყურებით გაუშვა, მაგრამ ყველამ არა. იცოდა რა ფინიშზე, თუნდაც მცირე ჯგუფიდან, სპრინტში თავისი შესაძლებლობები, 2019 წლის იტალიური გრანდ ტურის ტრიუმფატორმა, ეკვადორელმა რიჩარდ კარაბასმა გადაწყვიტა ბრენდონს გამოდევნებოდა. რიჩარდს კარგად ქონდა შესწავლილი 234 კილომეტრიანი ოლიმპიური ტრასის თავისებურებები. ის ამერიკელს დაუწყვილდა და მრბოლელებმა საერთო ენა მალევე გამონახეს. ამერიკელი შესანიშნავ ინდივიდუალურ სვლას ფლობს, ტულკანის პროვინციაში დაბადებული ეკვადორელი კი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სკოლაში დადიოდა ველოსიპეტით, აღმართზე ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში. დაწინაურებულებმა როლებიც შესაბამისად გაიყვეს. ერთი კვირაც კი არ იყო გასული რაც ეკვადორელმა ფრანგულ გრანდ ტურზე პოდიუმზე ავიდა, ის იქ ფორმის აღმასვლის სტადიაში იყო, შეუძლებელის მიღწევას არ ეცადა და ტოკიოში როგორც მრბოლელები ამბობენ „ფეხი ქონდა“!

 

Tokyo 2020 Olympic Games – Olimpiadi Tokyo 2020 – Men’s Road Race – Musashinonomori Park – Fuji Internetional Speedway 234 km – 24/07/2021 – Richard Carapaz (ECU – Ineos Grenadiers) – photo Patrick Pichon/BettiniPhoto©2021

 

ქონდა და ფუძის ავტოდრომზე საფინიშო აღმართზე საგრძნობლად მოუმატა, ამერიკელი ჩამორჩა, როგორც აღმოჩნდა ეს იყო რიჩარდის ოქროს შეტევა!

 

Tokyo 2020 Olympic Games – Olimpiadi Tokyo 2020 – Men’s Road Race – Musashinonomori Park – Fuji Internetional Speedway 234 km – 24/07/2021 – Richard Carapaz (ECU – Ineos Grenadiers) – photo Alex Broadway/SWpix/BettiniPhoto©2021

 

ძირითად ფავორიტთა ჯგუფის სპრინტი მხოლოდ პოდიუმისთვის გაიმართა, რომელზეც თანამედროვე ველოსპორტის ორი მეგა ვარსკვლავი ავიდა!

 

Tokyo 2020 Olympic Games – Olimpiadi Tokyo 2020 – Men’s Road Race – Musashinonomori Park – Fuji Internetional Speedway 234 km – 24/07/2021 – Wout Van Aert (BEL – Jumbo – Visma) – Tadej Pogacar (SLO – UAE Team Emirates) – photo Peter De Voecht/PN/BettiniPhoto©2021

 

მეორე საფეხური 18 ივლისს, ელისეს მინდვრებზე უპრესტიჟულესი ფრანგული ტურის სპრინტის ტრიუმფატორმა, ბელგიელმა ვაუტ ვან არტმა დაიკავა. აღსანიშნავია რომ განვლილ ტურზე სპრინტის გარდა ვაუტმა კიდე ორი აბსოლუტურად განსხვავებული ეტაპი მიითვალა. ინდივიდუალური რბოლა დროზე და სამეფო სამთო ეტაპი ლეგენდარულ მონ ვენტუზე ორგზის ასვლით, ელის მინდვრების და მონ ვენტუს ერთდროული მეფე, რაც უიშვიათესია, ტოკიოში მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა. ეს მისი ხვედრია, ფინიშთან მისი მიყვანა არასდროს არავის სურს, აკი 2020-ის მსოფლიო პირველობის ვერცხლით იგივე მიზეზით დაკმაყოფილდა.

მესამე საფეხური იმავე 18 ივლისს, კარიერაში ზედიზედ მეორედ ფრანგული ტურის უპრესტიჟულეს გენერალურ კლასიფიკაციაში გამარჯვებულმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა დაიკავა. მთავარ კლასიფიკაციასთან რა მოსაყვანია, მაგრამ არც ტადეიმ დააკლო ცალკეულ ეტაპებს, განვლილ ტურზე მანაც სამი მიითვალა. ამ ორის სხვა მიღწევებზე აქ აღარ შევჩერდები.

 

Tokyo 2020 Olympic Games – Olimpiadi Tokyo 2020 – Men’s Road Race – Musashinonomori Park – Fuji Internetional Speedway 234 km – 24/07/2021 – Richard Carapaz (Ecuador) – Wout Van Aert (Belgium) – Tadej Pogacar (Slovenia) – photo Luca Bettini/BettiniPhoto©2021

 

აღსანიშნავია, რომ ეს ეკვადორის ისტორიაში მხოლოდ მეორე ოლიმპიური ოქრო იყო. მანამდე ატლანტაში, შორეულ 1996 წელს, 5 ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ლეგენდარულმა მძლეოსანმა ჯეფერსონ ლეონარდო პერეს კესადამ 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მოუტანა სამშობლოს პირველი და დღემდე ერთადერთი ოქრო. თუმცა მოგვიანებით, ტოკიოშივე, ნეისი პატრისია დაჰომეს ბერერამ მანდილოსანთა შორის 76 კილოგრამამდე კატეგორიაში, ძალოსნობაში იმარჯვა და ეკვადორს მესამე ოლიმპიური ოქრო მიუთვალა!

 

 

Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net

Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net

 

განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.

 

 

 

 

 

 

ავტორის შესახებ

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer