რიოს ტრეკზე ბრიტანელთა დომინაცია გრძელდება
ოლიმპიადის მესამე დღეს, რიოს ტრეკზე, მედლების ორი კომპლეკტი გათამაშდა. მანდილოსნებმა კეირინში და გუნდურ გამოდევნებით რბოლაში (პესიუთი) გამოავლინეს ოლიმპიური ჩემპიონების ვინაობა.
სპეციალისტები ორივე დისციპლინაში ბრიტანელების ოქროს პროგნოზირებდნენ, თუმცა ცხადი იყო კონკურენტები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ.
ქალთა გამოდევნებით რბოლის ფინალში გასასვლელი რაუნდის მესამე სტარტზე ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა 4:12,282 და ველოდრომზე მოლოდინები გაამძაფრა. თუმცა მომდევნო რბოლაშივე ბრიტანელებმა გააუმჯობესეს რა ახლად გამომცხვარი რეკორდი 4:12,152 ამერიკელები ტრეკის ფიცარნაგზე დააბრუნეს.

11 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Team Pursuit Qualifying
GREAT BRITAIN
ARCHIBALD Katie
TROTT Laura
BARKER Elinor
ROWSELL-SHAND Joanna
Photo : Yuzuru SUNADA
შედეგათ საფინლო წყვილები ასე დალაგდა:
ახალი ზელანდია – კანადა (ბრინჯაოს ფინალი)
აშშ – დიდი ბრიტანეთი (ოქროს ფინალი)
ბრინჯაოს ფინალში კანადელებმა იმარჯვეს, ოქროს ფინალი დაძაბული გამოდგა. თავიდან ამერიკელები დაწინაურდნენ და პირველ ათასეულზე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მეორე კილომეტრიდან ბრიტანელებმა უმატეს და სარბოლო ოთხი კილომეტრი ამერიკელებზე 2,218 წამით სწრაფად გაიარეს.

13 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Team Pursuit 1st Round
GREAT BRITAIN, World Record
ARCHIBALD Katie
TROTT Laura
BARKER Elinor
ROWSELL-SHAND Joanna
Photo : Yuzuru SUNADA
ბრიტანელების ფინალში ნაჩვენები დრო 2:10,236 ახალი მსოფლიო და რა თქმა უნდა ოლიმპიური რეკორდი გამოდგა. ეს ბრიტანელთა მესამე ოქროს მონაგარია რიოს ტრეკზე რაც მათ დიდ უპირატესობას წარმოაჩენს.

13 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Team Pursuit Finals
1st : GREAT BRITAIN
ARCHIBALD Katie
TROTT Laura
BARKER Elinor
ROWSELL-SHAND Joanna
2nd : USA
HAMMER Sarah
CATLIN Kelly
DYGERT Chloe
VALENTE Jennifer
3rd : CANADA
BEVERIDGE Allison
GLAESSER Jasmin
LAY Kirsti
SIMMERLING Georgia
Photo : Yuzuru SUNADA
მედლების პირველი კომპლეკტის ბრწყნვალე გატამაშების შემდეგ ქალბატონთა კეირინის ფინალის ჯერიც დადგა.
[youtube height=”HEIGHT” width=”WIDTH”]https://www.youtube.com/watch?v=Eei9qZMy-Jw[/youtube]
რბოლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ფინალში ხო ლეგენდარული ავსტრალიელი, 2 გზის ოლიმპიური და 11 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ანა მაერსი გავიდა. მასთან ერთად დიდი გერმანელი, ლონდონის ოლიპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონი, კრისტინა ვოგელი. და ბოლოს ბრიტანელი ამომავალი ვარსკვლავი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, რებეკა (ბეკი) ჯეიმსი.
წინასწარი შედეგების მიხედვით მცირე უპირატესობას მაინც ბეკის ანიჭებდნენ. რბოლა არეულად წარიმართა. წილისყრის გამო ბეკის უკანა პოზიციიაზე მოუწია დადგომა. ოქროს სპრინტის დაწყება აშკარად დააგვიანა, სიჩქარე კი აკრიბა, მაგრამ დიდი რადიუსის მოვლა მოუწია. ფინიში რამოდენიმე მეტრით რო წინ ყოფილიყო რებეკა აშკარად იგებდა მაგრამ, როგორც ავღნიშნე, გადამწყვეტი სპრინტის დაგვიანებულმა დაწყებამ მხოლოდ ვერცხლის ამარად დატოვა.

13 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Keirin Finals
1st : LIGTLEE Elis (NED)
2nd : JAMES Rebecca (GBR)
3rd : MEARES Anna (AUS)
Photo : Yuzuru SUNADA
ვერც სხვა ფავორიტებმა გამოიჩინეს სათანადო მოხერხება და ყველასათვის მოულოდნელად ოლიმპიური ჩემპიონი ჰოლანდიელი ელის ლიგტლი გახდა, ანა მაერსმა ოლიმპიადებზე მესამე ბრინჯაო მიუმატა თავის მდიდარ მონაგარს. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა თვით გამარჯვებულისთვისაც, თუმცა ელისის სახელი სამუდამოდ ოქროს ასეობით ჩაიწერა მსოფლიო ველოსპორტის ისტორიაში.

13 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Keirin Finals
1st : LIGTLEE Elis (NED)
2nd : JAMES Rebecca (GBR)
3rd : MEARES Anna (AUS)
Photo : Yuzuru SUNADA
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.
editor's pick
latest video
news via inbox
Nulla turp dis cursus. Integer liberos euismod pretium faucibua