Header

ჟილბერმა ისტორია გადაწერა

ისტორიაში მხოლოდ ორი მრბოლელია ვინც ხუთივე მონუმენტზე იმარჯვა. ამათ გარდა ოთხზე აქამდე ხუთს ჰქონდა ჩემპიონობაზე მიღწეული.

დღეს ისტორია გადაიწერა – ლეგენდარული ბელგიელი ფილიპ ჟილბერი (ფილჟილი) გახდა მეექვსე ვისაც კოლექციაში ხუთიდან ოთხი გამარჯვება აქვს მონუმენტზე კოლექციაში!

ეს ფილჟილის მონუმენტებზე 54–ე სტარტი იყო და აქამდე მას კარიერაში სამის ტიტული ჰქონდა მითვლილი:

ლომბარდიის ტური: 2009, 2010;

ლიეჟი–ბოსტონი–ლიეჟი: 2011;

ფლანდრიის ტური: 2017;

დღეს კი პარიზი–რუბეს მონუმენტზე იზეიმა გამარჯვება!

 

14 April 2018
117th Paris – Roubaix
1st : GILBERT Philippe (BEL) Deceuninck – Quickstep
Photo : Yuzuru SUNADA

 

ჩრთილოეთის ჯოჯოხეთად წოდებული ლეგენდარული ქვაფენილებიანი კლასიკა 1896 წლიდან იმართება და დღეს მისი 117–ე ვერსია ვიხილეთ.

უნალექო ამინდმა ასპარეზობის შედარებით მშვიდ რიტმში წარმართვას შეუწყო ხელი. თუმცა პელოტონში იყვნენ მრავალგზის დაზარალებულნიც. გადამწყვეტი მოვლენები მეთორმეტე პავესთან დაიწყო როცა შარშანდელმა ჩემპიონმა პეტერ საგანმა შეუტია. ეს ფინიშამდე დაახლოებით 55 კილომეტრით ადრე მოხდა და სულ მალე პეტერის გარშემო საკმაოდ ძლიერი დაწინაურებულთა ჯგუფი შეიკრიბა.

 

14 April 2018
117th Paris – Roubaix
GILBERT Philippe (BEL) Deceuninck – Quickstep
POLITT Nils (GER) Katusha – Alpecin
Photo : Yuzuru SUNADA

 

ამ ჯგუფში რიცხვობრივი უპირატესობა მგლებმა შექმნეს, ისინი აქ ორი მხედრით იყვნენ წარმოდგენილნი, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

 

14 April 2018
117th Paris – Roubaix
1st : GILBERT Philippe (BEL) Deceuninck – Quickstep
2nd : POLITT Nils (GER) Katusha – Alpecin
Photo : Yuzuru SUNADA

 

ფილიპ ჟილბერმა და ივს ლამპარტმა გუნდური ტაქტიკით გამოფიტეს ჯგუფში მთავარი ფავორიტი პეტერ საგანი, რომელმაც ფილჟილის მორიგ შეტევას ვეღარ უპასუხა და რბოლის თავს ჩამოშორდა. ფილის იმ შეტევას მხოლოდ ახალგაზრდა გერმანელმა ნილს პოლიტმა უპასუხა. რუბეს ლეგენდარული ველოტრეკის ოვალზე სწორედ მათ მოაწყვეს სპრინტი, რომელშიც უპირობო ფავორიტი ჟილბერი იყო. ფილმა აშკარა უპირატესობით გადაკვეთა საფინიშო ხაზი.

 

14 April 2018
117th Paris – Roubaix
1st : GILBERT Philippe (BEL) Deceuninck – Quickstep
2nd : POLITT Nils (GER) Katusha – Alpecin
Photo : Yuzuru SUNADA

 

თავისი შანსი არც ივსმა გაუშვა ხელიდან, უმატივაციო და ძალადაკარგულ პიტერს ადრეული შეტევა მოუწყო. მართალია, სეპ ვანმარკე აედევნა, მაგრამ სეპს აშკარა პრობლემები ჰქონდა და პოდიუმის მესამე საფეხური ივს ლამპარტმა დამსახურებულად დაიკავა.

 

14 April 2018
117th Paris – Roubaix
1st : GILBERT Philippe (BEL) Deceuninck – Quickstep
2nd : POLITT Nils (GER) Katusha – Alpecin
3rd : LAMPAERT Yves (BEL) Deceuninck – Quickstep
Photo : Yuzuru SUNADA

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his watermarked works in our publications.

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer