Header

პიტერის ბენეფისი

დასვენების დღის შემდეგ, ლეგენდარულ მონ ვუნტუს ეტაპამდე, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო. კი, ტურის პელოტონში გუნდების უმრავლესობას ჯერ არაფრით გამოუჩენია თავი და ბუნებრივია ამ გარდამავალ ეტაპებზე შეეცდებოდა რამის მიღწევას, მაგრამ ეს ლოკალური იქნებოდა. ტურის ეტაპის მოგება დიდათ ფასობს ველომრბოლელთა შორის, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება გენერალურ ნომინაციებში წარმატებას.

შესაბამისად, სავარაუდოდ, რბოლა ორად უნდა გაყოფილიყო. ერთის მხრივ ეტაპებზე მონადირეთა და მეორეს მხრივ დიდთა (გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა) ნაწილებათ, თავისი სიუჟეტით, თავისი დრამატურგიით.

თუმცა მეათე და მეთერთმეტე ეტაპთა მარშრუტს ვინც ჩაუღრმავდებოდა, აუცილებლად იფიქრებდა, რომ აქ აუცილებლად გამოიკვეთებოდა მწვანე მაისურისათვის, ეგრეთ წოდებულ სპრინტერთა ნომინაციაში პრეტენდენტთა ბრძოლის გამწვავება. მეათე ერთდღიანი კლასიკის მსგავსი, მეთერთმეტე ქარების ზონით, ვერ გამორიცხავდა დიდთა შეხლაშემოხლასაც, რადგან ეს რბოლაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა გუნდებიც არ გაუშვებდნენ ხელიდან არანაირ შანსს თუ კი ასეთი ჩაუვარდებოდათ.

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მართალია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის გააქტიურებას ყველა ელოდა, მაგრამ ასეთი დომინაცია მაინც ნაკლებად სავარაუდო იყო.

 

12 July 2016 103rd Tour de France Stage 10 : Escaldes-Engordany - Revel SAGAN Peter (SVK) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

12 July 2016
103rd Tour de France
Stage 10 : Escaldes-Engordany – Revel
SAGAN Peter (SVK) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

მეათე ეტაპზე ჩამოყალიბდა დღის დაწინაურებულთა დიდი ჯგუფი რომლის შემადგენლობაც წარმატების სერიოზულ შანსზე გვეუბნებოდა. ამ ჯგუფს პიტერი ვერ გაუშვებდა, პირიქით ის მისი მთავარი მოტორი და სულის ჩამდგმელი იყო. ასეთი დახარჯვა არასდროს ჩაივლის უკვალდ. ფინიშთან პიტერმა ვეღარაფერი გააწყო დღის დაწინაურებულებიდან გაქცეულთა შორის, მით უმეტეს ამ გაცეულებში უმრავლესობით გასულ ორიკელების აკადემიურ გუნდურ ტაქტიკასთან მარტო დარჩენილმა. პიტერი მეორე ადგილს დასჯერდა, ეტაპი კი მაიკლ მეთუსიმა მიითვალა, თუმცა პიტერმა მწვანე მაისური დაიბრუნა, რაც მისი მთავარი ამოცანა იყო. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები ხო დაწინაურებულებში არ აღმოჩდნენ და შესაბამისად ქულათა მარაგი მხოლოდ პიტერმა გაზარდა.

 

12 July 2016 103rd Tour de France Stage 10 : Escaldes-Engordany - Revel 1st : MATTHEWS Michael (AUS) Orica - BikeExchange Photo : Yuzuru SUNADA

12 July 2016
103rd Tour de France
Stage 10 : Escaldes-Engordany – Revel
1st : MATTHEWS Michael (AUS) Orica – BikeExchange
Photo : Yuzuru SUNADA

 

სხვა სცენარით წარიმართა მეორე დღეს, ტურის მეთერთმეტე ეტაპი. ძლიერი ქარი ეშელონების წარმოქმნის ერთ ერთი მთავარი პირობაა და პელოტონმა არ გაუშვა დაწინაურებულები. ორკაციან ჯგუფს ეტაპის შუაში წამოეწია და ფინიშამდე სპრინტერულმა გუნდებმა აიღეს ინიციატივა, შექმნილი სიტუაცია დიდ შანსს აძლევდა სპრინტერებს, თუმცა ადრე გაერთიანებულ პელოტონში ყოველთვის არიან ვინ შეეცდება სპრინტერთა გაცურებას. მაგრამ ის რაც რაც მოხდა გრანდ ტურებზე მრავლის მნახველთა გაკვირვება გამოიწვია.

ფინიშამდე ათ კილომეტრზე ოდნავ მეტი იქნებოდა დარჩენილი, მორიგ ქარიან მონაკვეთზე, ტინკოველებმა შეუტიეს. გუნდური ტაქტიკა სახეზე იყო. მოულოდნელად პელოტონს მაცეი ბოდნერი გამოეყო და ტემპის აკრება დაიწყო, რამოდენიმე წაში თანაგუნდელის ბორბალთან პიტერი გადაბარგდა და ეს კიდე არაფერი, შექმნილ სიტუაციაში ტინკოველთა შეტევას თვით გენერალური კლასიფიკაციის მთავარმა ფავორიტმა კრის ფრუმმა უპასუხა, თან აშკარად აჩვენა რო იმუშავებდა და ბორბალზე დაკიდებას არ აპირებდა. კაპიტანს მარტო ვერ დატოვებდა, წინ საკმაოდ პერსპეკტიული შეტევა ჩანდა და გერანტ ტომასიც დაწინაურებულებს შეუერთდა. წამიერი გაუგებრობით ისარგებლეს რა, გაქცეულებმა ათ წამიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც აღარავის დაუთმეს და ეტაპის ფინიში გაითამაშეს, სადაც ბუნებრივია სპეციალისტ პიტერ საგანს კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. შედეგად პიტერმა წლევანდელ ტურზე მეორე ეტაპი მიითვალა და მწვანე ნომინაციაში პოზიციები სერიოზულად გაამყარა, ფრუმმიმ კი გენერალში უპირატესობა 28 წამამდე გაზარდა.

 

13 July 2016 103rd Tour de France Stage 11 : Carcassonne - Montpellier 1st : SAGAN Peter (SVK) Tinkoff, Maillot Vert Photo : Yuzuru SUNADA

13 July 2016
103rd Tour de France
Stage 11 : Carcassonne – Montpellier
1st : SAGAN Peter (SVK) Tinkoff, Maillot Vert
Photo : Yuzuru SUNADA

 

ფრუმის ერს მოქმედება შეუძლებელია ცალსახად შეფასდეს. მეორე დღეს მონ ვუნტუს შემცველი ეტაპის და მესამე დღეს გრძელი ინდივიდუალური დროზე რბოლის, სადაც მას დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან არსებობა, რამდენად ამართლებს რამოდენიმე წამზე გამოკიდებას? მე ვფიქრობ ეს უკიდურესი დაძაბულობის შედეგათ წარმოქმნილი ნერვიული შეტევებია, რაც რას მოუტანს ფრუმმის ჯერ კიდე გაუგებარია.

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer