პირველი პოდიუმი
ხუთი დღის წინ ვწერდი რომ იწყება მსოფლიო პირველობა ძიუდოში. იმ დროს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ პირველ ქართულ მედალზე მხოლოდ მეხუთე დღეს მომიწევდა საუბარი.
ჩვენი ძიუდოისტებიდან განებივრებულებს შეიძლება ეს უცნაურადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ძიუდო ასეთი სახეობაა. აქ უმცირესი ნიუანსიც კი შედეგზე გავლენას იძლევა და სამწუხაროდ პირველი მედალი ისიც ბრინჯაოს, ქართველებმა ერთმანეთში გაითამაშეს. მე როგორც არასპეციალისტს შემიძლია ვთქვა რაც თვალში საცემი იყო ამ დღეებში, ეს ჩვენების ფორმაა. ვფიქრობ პიკი დაგეგმილი ბაქოს ევროპულ ოლიმპიურ თამაშებზე იყო და მისი ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება რა თქმა უნდა გაჭირდებოდა. ორ ერთმანეთთან ასე ახლოს ჩასატარებელი ტურნირისთვის როგორც ჩანს ჩვენებურები სერიოზულ კონდიციებს ვერ ინარჩუნებენ. შედეგიც შესაბამისია, მსოფლიო პირველობაზე ევროპელს ჯერ არ უმარჯვია.
ეს პირველი ბრინჯაო კი ვარლამ ლიპარტელიანმა ბექა ღვინიაშვილთან ჭიდაობის შედეგათ მეორედ მეორედ მოიგო. ოცნება გადაიდო.