პირველი ოქრო რიოს ოლიმპიურ ტრეკზე
11 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ ტრეკზე გათამაშდა მედლების პირველო კომპლექტი. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ველოტრეკზე მამაკაცთა გუნდურ სპრინტში უნდა გარკვეულიყო. პირველი დღის პროგრამა შემოკლებული დაიგეგმა და სამედლო დისციპლინის კვალიფიკაციასა და ფინალში გასასვლელ პაექრობებს შორის მხოლოდ მამაკაცთა და ქალბატონთა გუნდური გამოდევნებითი რბოლების (პესიუთი) კვალიფიკაცია შედგა. ამაზე მოგვიანებით ეხლა კი, სანამ თავად რბოლაზე ვისაუბრებთ გუნდურ სპრინტს გავეცნოთ.
თავად სპრინტის კვალიფიკაციაში, ოლიმპიური რეკორდით 42,562, დიდი ბრიტანეთის გუნდმა იმარჯვა რითაც მთავარი ფავორიტის სტატუსი გაამყარა. თუმცა ფინალში გასავლელ რბოლაში, გერმანელებთან დაპირისპირებისას, ახალი ზელანდიის გუნდმა ბრიტანელების ცოტა ხნის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა 42,535 და ოქროს ფინალში მათთან დაპირისპირების წინ დიდი ინტრიგა წარმოშვა.
წინასწარი რაუნდების შემდეგ ჩამოყალიბდა ბრრინჯაოსა და ოქროს ფინალები:
საფრანგეთი – ავსტრალია (ბრინჯაოსთვის)
ახალი ზელანდია – დიდი ბრიტანეთი (ოქროსთვის)
ბრინჯაოსათვის ფინალში როგორც მოსალოდნელი იყო ფრანგებმა იმარჯვეს.
ოქროს ფინაში კი ბრიტანელებმა დაადასტურეს ფავორიტის სტატუსი მოიგეს რა ახალი ოლიმპიური რეკორდით 42,440!
ასე გახსნა დიდმა ბრიტანეთმა რიოს სატრეკო მედალთა ოქროს სია!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.