პირველი კოსტა–რიკელი
პირველ დიდ სამთო ეტაპზე არავინ ელოდა კაპიტნების მაქსიმუმზე პაექრობას, წინ ურთულესი ორი კვირაა და რბოლის ამ ეტაპზე ძალთა გადანაწილება რჩება ერთ ერთ მთავარ ამოცანათ. შესაბამისად ჟანრის სრული დაცვით ეტაპი ორად გაიყო, თუმცა ვერ ვიტყვით რო კაპიტანთა ჯგუფმა ლიდერები დიდი დროით გაუშვა. ლიდერებში კი ვირტუოზები სოლირებდნენ.
სოლისტთა შორის ორს გამოვყოფ, ბასკ მიკელ ნიევეს და იტალიელ ჯოვანი ვისკონტის, ლიდერებში კიდე ერთი იყო შესამჩნევი მაგრამ… (იქნებ ვინმეს ოდესმე გაუჩდეს კითხვა რამ დაგაბრმავათ, რატო ვერ ამჩნევთ ელ პიკკოლო პრინჩიპეს, პატარა პრინც იტალიელ დამიანო კუნეგოსო, პიკკოლომ რაც არ უნდა მოიგოს და მოიმოქმედოს ჩემთვის ის ყოველთვის დარჩება ლეიტენანტათ რომელმაც კაპიტანს უღალატა და მასზე რაიმეს თქმის არანაირი სურვილი არ მაქვს. შეიძლება ვინმე შემეკამათოს კიდეც, ესაა და 2004–ში ჯიროზე გუნდის ინტერესები დაემთხვა და გენერალურში გამარჯვებას კარგავდაო.
კი, როგორც ფოტოზე ხედავთ, 2004–ში იმ ავად სახსენებელ მეცხრამეტე ეტაპზე ასე დალაგდა რო მეორე უკრაინელი სერგეი გონჩარი გახდა და თვით ლეგენდარულმა ჯილბერტო (ჯიბო) სიმონიმაც პოდიუმზე ზეაღმართა პიკკოლოს ხელი, მაგრამ მე ჩემსაზე ვდგავარ და ეს საკითხი დახურულია)…
ლეგენდარული ბასკური სკოლის ღირსეული წევრი, ლეგენდარული ბასკური ეუსკატელ–ეუსკადის ჩემთვის დიდათ სამწუხაროთ დაშლის შემდეგ ბრიტანულ სკაიში გადასულმა მიკელ ნიევემ ორჯერ შეუტია.
ჯერ ფინიშამდე 100–ზე მეტი კილომეტრი იყო დარჩენილი და ტაკტიკურად ჯგუფის ჩამოყალიბება უპრიანი გახდა. შემდეგ კი ფინიშამდე უკვე 35 კილომეტრით ადრე გადამწყვეტი აჩქარება გააკეთა, ამჯერათ მიკელი აღარავის მოშვებას აპირებდა, ამჯერად ის გასამარჯვებლად მიდიოდა და აკი აიღო კარიერაში ჯიროს მეორე გრანტურებზე კი მესამე ეტაპი. აღსანიშნავია რომ წინა გამარჯვებები სახელოვან ბასკს 2010 და 2011 წლებში ქონდა აღებული, შესაბამისად ესპანურ ვუელტაზე და იტალიურ ჯიროზე. ამ გამარჯვებას რასაკვირველია რბოლიდან მისი თანამემამულისა და თანაგუნდელის, სეხნია მიკელ ლანდას რბოლის დატოვებამაც შეუწყო ხელი რადგან კაპიტნის ერთგულ ლეიტენანტს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამომჟღავნების თავისუფლება მიეცა.
კაპიტნებიც არ ატრიელაბდნენ პედლებს უქმათ, აშკარა იყო, რომ მათ მყარათ ქონდათ გადაწყვეტილი ლუქსემბურგელის ვარდისფერიდან განმოსვა, ახალგაზრდა ბობ იუნგელსისათვის ისედაც დიდი პატივი არის მცირე ხნით სანუკვარი მაისურის ტარება.
თავიდანვე ვიტყვი რო ის არ შედრკა, არ ანერვიულდა და შეტევის სპონტანურად მოგერიება არ დაიწყო რაც საბოლოოდ გაუთიშავდა კონდიციებს, საკუთარ ტეპზე გადავიდა, რითაც დანაკარგების მინიმიზირება შეძლო და გენერალურ კლასიფიკაციაში მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, სამაგიეროთ ახალგაზრდა მრბოლელის თეთრი მაისურის ნომინაციაში პოზიციები გაამყარა. ვნახოთ რა იქნება მომავალში და გაამართლებს თუ არა მასზე დამყარებულ იმედებს, წლევანდელი ჯირო კი მისთვის დიდი მიღწევაა და დიდი ალბათობით კიდე არა ერტხელ ვიხილავთ კონკურენტუნარიანს დიდ რბოლებზე (პროტოგინისტთა შორის).
შეტევები ვინჩენცო ნიბალიმ დაიწყო, მას ხუან ესტებან ჩავესიც აყვა, ბოლო აღმართზე მეორე ადგილზე მყოფი კოსტა–რიკელი ანდრეი ამადორიც კი ჩამორჩა კაპიტანტა ჯგუფს თუმცა დაღმართზე ისევ წამოეწია რითაც ისტორიაში პირველი კოსტა–რიკელი შეიქნა ვინ ვარდისფერი მაისურში შეიმოსა.
ფინიშთან მისულებმა კაპიტნებმა მთამსვლელთა სპრინტიც გვაჩუქეს, რომელშიც ლო სკუალომ იმარჯვა და გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ადგილი | სახელი და გვარი | ქვეყანა | გუნდი | ჩამორჩენა |
---|---|---|---|---|
1 | ანდრია ამადორ ბიკკაზაკობა | კოსტა–რიკა | მუვისტარი (ესპანეთი) | 0:00 (54:05:50) |
2 | ბობ იუნგელსი | ლუქსემბურგი | ეტიქს კუიკ–სტეპი (ბელგია) | 0:26 |
3 | ვინჩენცო ნიბალი | იტალია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 0:41 |
4 | ალეხანდრო ვალვერდე ბელმონტე | ესპანეთი | მუვისტარი (ესპანეთი) | 0:43 |
5 | სტივენ კროისვეიკი | ჰოლანდია | ლოტო ჯუმბო (ჰოლანდია) | 0:43 |
6 | რაფალ მაიკა | პოლონეთი | ტინკოფფი (რუსეთი) | 1:37 |
7 | ილნურ ზაკარინი | რუსეთი | კატიუშა (რუსეთი) | 2:01 |
8 | ხუან ესტებან ჩავეს რუბიო | კოლუმბია | ორიკა გრინ ეიჯი (ავსტრალია) | 2:19 |
9 | რიგობერტო ურან ურან | კოლუმბია | კონანდეილი (აშშ) | 2:48 |
10 | იაკობ ფულსანგი | დანია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 3:15 |
დღევანდელ ეტაპს განსაკუთრებულად გამოვყოფდი, ის ურთულესი იქნება და გურმანთა შორის დიდი მოლოდინია, ეტაპის ყველა მახასიატებელი დიდ ბრძოლას გვპირდება.
- ჯერ ერთი მანძილი, 210 კილომეტრი სამთო ეტაპისათვის მარათონულია.
- მეორე ექვსი კატეგორიანი მთა, მათ შორის ბოლო 50 კილომეტრში ჯაუს და ვალპაროლას უღელტეხილები, როგორც აღმასვლა ისე სწრაფდაშვება.
- და მესამე ფინალური 5 კილომეტრი საწყის მონაკვეთში მაქსიმალური 19%–იანი სექტორის მქონე უკატეგორიო აღმართით.
თუ ობიექტურ პირობებში ამინდის ფაქტორიც გაერია ეტაპი განწირულია ისტორიულთა შორის ჩაეწეროს.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.