პირველი იტალიური ეტაპი
პირველი იტალიური ეტაპი – პირველი იტალიური გამარჯვება
10 მაისს გამართული პირველი იტალიური ეტაპი მოიცავდა ორ მესამე კატეგორიის აღმართს და რაც მთავარია 200 კილომეტრიანი დისტანციის ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე მოკლე ციცაბო ასვლას ორი 18%–იანი მონაკვეთით. ეს გარემოებები სათუოთ ხდიდა ფინიშთან დიდი ჯგუფის მისვლას, სავარაუდოდ სპრინტერთა უმრავლესობისთვის ეს საფინიშო სპრინტში მონაწილეობასაც გამორიცხავდა და გვიან შეტევის ალბათობას ზრდიდა.
ასე მოხდა კიდეც, ხსენებულ მონაკვეთზე ლიდერთა ჯგუფიდან შეუტია იტალიელმა დიეგო ულისიმ, 18%–იან მონაკვეთზე მან მცირე უპირატესობა მოიპოვა რომელიც შემდეგ აღარ დათმო და კარიერაში მეხუთე ჯიროს ეტაპი მიითვალა.
მანამდე პელოტონს ჩამორჩა მარსელ კიტელი რომელსაც მოუწია ჰოლანდიელი ტომ დუმულინისთვის ვარდისფერი მაისურის დაბრუნება.
გენერალური კლასიფიკაციისატვის მებრძოლთა შორის გადაადგილებები არ მომხდარა.
პელოტონთან ერთად ვნახოთ ფოტოგრაფის ობიექტივით დანახული იტალია!
განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მევენახეობას!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.