პირველი დღე – მსოფლიო პირველობა ტრეკზე
2–6 მარტს, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში გაიმართა სატრეკო ველოსამყაროში მნიშვნელობით მეორე შეჯიბრება – მსოფლიო პირველომა ტრეკზე. სატრეკო ველოოჯახში ყველაზე პრესტიჟულად ოლიმპიური თამაშები ითვლება, თუმცა ცისარტყელიანი მაისური აქაც დიდათ ფასობს და რბოლებიც შესაბამისი დონის გამოდგა.
პირველ დღეს მედლების ოთხი კომლექტი გათამაშდა:
• ქალბატონთა ინდივიდუალური პესიუთი (გამოდევნებით რბოლა);
• მამაკაცთა სკრეჩი;
• ქალბატონთა გუნდური სპრინტი;
• მამაკაცთა გუნდური სპრინტი.
ინდივიდუალური პესიუთი (გამოდევნებით რბოლა) – მამაკაცთა დისტანცია 4 (16 წრე), ხოლო ქალბატონთა 3 (12 წრე) კილომეტრს შეადგენს. მრბოლელები სტარტს ტრეკის საპირისპირო მხარეებზე იღებენ და ერთმანეთს გამოედევნებიან. გამარჯვებულია ის ვინც მოწინააღმდეგეს დაეწევა ან საუკეთესო დროს აჩვენებს. წინასწარი რბოლების შედეგათ ნაჩვენები დროის მიხედვით ორი საუკეთესო ხვდება ოქროს, ხოლო მომდევნო ორი ბრინჯაოს ფინალში. დღეისათვის არაოლიმპიური სახეობაა, მსოფლიო პირველობების პროგრამაში მამაკაცებში 1946, ხოლო ქალბატონებში 1958 წლიდან შედის.
წლევანდელი მსოფლიო პირველობის პირველი ოქრო ქალბატონებმა სწორედ გამოდევნებით ინდივიდუალურ რბოლაში გაითამაშეს.
ბრინჯაოს ფინალში კანადელმა ენი ფორმან–მაკკეიმ (3:36,055) ამერიკელი რუთ ვინდერი დაამარცხა (3:39,902), ხოლო ოქრო კი ავსტრალიელმა რებეკა ვიასაკმა (3:34,099) მოუგო პოლონელ მალგოჟატა ვოიტირას (3:41,904).
მამაკაცთა სკრეჩი – ინდივიდუალური რბოლა საერთო სტარტით. მამაკაცები 15, ხოლო ქალბატონები 10 კილომეტრზე ეჯიბრებიან. გამარჯვებულია ის ვინც პირველი დაფარავს განსაზღვრულ მანძილს. სკრეჩი არ შედის ოლიმპიურ პროგრამაში.
მედალთა მეორე კომპლექტი სკრეჩში გათამაშდა მამაკაცთა შორის, სადაც პირველი ადგილი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ესპანელმა სებასტიან მორამ დაისაკუთრა, მასთან ერთად დიდათ საპატიო პოდიუმზე მექსიკელი იგნასიო პრადო და შვეიცარიელი კლაუდიო იმჰოფი ავიდნენ.
გუნდური სპრინტი – რბოლის გამარჯვებული მამაკაცთა გუნდებს შორის 3, ხოლო ქალბატონთა შორის 2 წრეზე ვლინდება. გუნდების შემადგენლობაც შესაბამისად 3 და 2 მრბოლელისაგან შედგება. სტარტს გუნდები ტრეკის საწინააღმდეგო მხარეებზე იღებენ და გუნდის თითო წევრი თითო წრეზე უნდა ლიდერობდეს. დრო გუნდის ბოლო წევრით განისაზღვრება. წინასწარი რბოლების ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ასპარეზობს ოქროს, ხოლო ორი მომდევნო ბრინჯაოს ფინალებში. გუნდური სპრინტი როგორც მამაკაცთა ასევე ქალბატონთა შორის იმ ხუთ სატრეკო სახეობას მიეკუთვნება, რომლებიც შედიან ოლიმპიურ პროგრამაში. მსოფლიო ჩემპიონატებზე შესაბამისად 1995 და 2002 წლიდან თამაშდება.
ოლიმპიური სახეობებით დასრულდა მსოფლიო პირველობის პირველი დღე. ჯერ ქალბატონებმა გაარკვიეს მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა. სადაც პირველობა ჩინეთის გუნდის მოხსნის შემდეგ რუსეთის გუნდს მიეკუთვნა. ხოლო მამაკაცთა მსოფლიო პირველობა ახალმა ზელანდიელებმა მოიგეს.
ქალბატონთა გუნდური სპრინტი:
1. რუსეთი;
2. ჩინეთი;
3. გერმანია;
4. ავსტრალია.
ვაჟთა გუნდური სპრინტი:
1. ახალი ზელანდია;
2. ჰოლანდია;
3. გერმანია;
4. საფრანგეთი.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: 2016 UCI TRACK CYCLING WORLD
CHAMPIONSHIPS LONDON LOGO/www.trackcyclingworlds2016.london
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.