პირველი გამარჯვება
ველორბოლა მილანსა და ტურინს შორის 1876 წლიდან იმართება და ის უძველესია იტალიურ ერთდღიან რბოლებს შორის. წელს ის 96–ჯერ გაიმართა.
იტალიელთათვის განსაკუთრებული პრესტიჟულობით გამოირჩევა მსოფლიოში ევროპული ტურის 1.HC კლასისაა.
გუნდური მოქმედებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 1 ოქტომბერს მრავალი უმიზნებდა პოდიუმს თუმცა გამარჯვებული ისევ ბრწყინვალე გუნდური ტაქტიკით ასტანა გამოვიდა, მათ რაც მთავარი იყო გამარჯვება (დიეგო როსა) მოიპოვეს და თან მესამე (ფაბიო არუ) საფეხურიც დაიკავეს, მეორე კი ფინიშზე პოლონელი რაფალ მაიკა იყო.
კარიერაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა იტალიელმა დიეგო როსამ, ფინიშზე კლასი დაადასტურა მისმა თანაგუნდელმა, წლევანდელი ვუელტას ტრიუმფატორმა და ასევე იტალიელმა ფაბიო არუმ.
წლევანდელი რბოლა ულამაზესი გამოდგა და იმედი მაქვს მის მიმართ დიდი მრბოლელების ინტერესი სულ უფრო და უფრო გაიზრდება.