Header

პირველად გრანდ ტურზე

ვუელტას მეშვიდე ეტაპზე, გუშინ, წელს პირველად პირველობა ადრე გაქცეულებმა გაითამაშეს.

ვუელტას მეშვიდე ეტაპის დაწინაურებულთა ჯგუფი Photo: Tim de Waele/TDWSport.com

ფინალურ აღმართზე მათ შორის დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული 26 წლის ჰოლანდიელი ლოტო ჯამბოდან ბერტ–იან ლინდემანი გამოვიდა. ეს კარიერაში მისი პირველი გამარჯვებაა გრანდ ტურზე.

ეტაპზე გენერალურ კლასიფიკაციაში მებრძოლთა შორის პირველი მოსინჯვებიც შედგა. აქ აშკარად იტალიელი ასტანიდან ფაბიო არუ გამოირჩეოდა.

ფაბიო არუ ვუელტას მეშვიდე ეტაპზე Photo: Bettini

ფაბიომ ფინალურ კილომეტრებზე ჩვეულ სტილში შეუტია და გენერალურ კლასიფიკაციაში ძირითად კონკურენტებს გაუთანაბრდა. როგორც თვითონ აღნიშნა ეს პირველი სამტო ფინიშია და უნდოდა რარაც კითხვებზე მიეღო პასუხი. მეორე ეტაპზე დაცემის შემდეგ ტავს არც თუ ისე კარგად გრძნობდა და ცუდად გაიარა მოკლე აღმართები. მაგრამ ეხლა მან აღიდგინა კონდიციები და ეს ძალიან კარგია. დღეს მან გზაზე ყველაფერი დატოვა, ვნახოთ რა იქნება უახლოეს დღეებში. მას მოწონს ვუელტა, აქ ასპარეზობა და შეეცდება რბოლა კარგად გაიაროს.

 

არ გაუშვათ შესაძლებლობა რბოლის შიგნიდან შეგრძნებისა

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer