Header

ორ ეტაპად მთებიდან მთებში – ექსკურსია ბასკთა ქვეყანაში

პენია კაბარგას დალაშქვრის შემდეგ ვინც ვუელტას წლევანდელ მარშრუტს იცნობდა აუცილებლად იფიქრებდა რომ გველის ორი ეგრეთ წოდებული სატრანზიტო ეტაპი, რადგან ამ ორის შემდეგ დაგეგმილია ოთხი მაღალ კატეგორიანი ასვლით, მათ შორის საფინიშო, მარათონი. ამ საკვანძო მარათონისათვის, რომელიც დღეს გაიმართება, დიდი გუნდები შეეცდებოდნენ ენერგიის მაქსიმალურ აკუმულირებას, არავინ მისხალს ზედმეტად არ დახარჯავდა.

ამიტომაც გამოგვივიდა მთებიდან მთებში ორ ეტაპად გადასვლა – ექსკურსია ბასკთა მხარეში!

თუმცა მეთორმეტე ეტაპზე მაინც შეინიშნებოდა რაღაც ტაქტიკური ჩანაფიქრი, სკაიმ დაწინაურებულებში ორი გენერალური კლასიფიკაციისათვის ტაქტიკურ პლაცდარმზე მდგომი ველომრბოლელი გააგზავნა. ამით თითქოს დანარჩენი გუნდი დაასვენა და სხვები ამუშავა. ამას კიდე გავიგებდი რაღაც მსგავსი სტრატეგია, მომდევნო ეტაპზეც რო გამოემჟღავნებინათ. ეტაპზე რომელზეც ამ სიტყვის სრული გაგებით გასეირნება მოაწყვეს და წლევანდელი ვუელტას ყველაზე გრძელი დისტანცია ხეირიან წვრთნათაც ვერ გამოდგებოდა. გაქცეულებმა პელოტონს ნახევარი საათი, როგორც ამბობენ ხოლმე მთელი საუკუნე მოუგეს და პელოტონი ლამის დროის ლიმიტის დარღვევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, რა თქმა უნდა მთელ პელოტონს რბოლიდან არავინ მოხსნიდა. მსგავსი ეტაპები ცალმხრივ ემოციებს ვერ იწვევენ, თან გვინდა მრბოლელების მდგომარეობა გავითვალისწინოთ, თან გვინდა იყოს პაექრობა. ალბათ ეს რბოლის დაგეგმვის დროს უნდა იქნეს გათვლილი, რაც ძალიან რთული საქმეა და შეუძლებელია გარანტირებულად თავიდან აცილებულად ჩათვალო თავიდანვე მსგავსი რამ. ჩვენ კი ნამდვილად დავტკბით ბასკეთის მშვენიერი პეიზაჟებით და გავერთეთ ველოსამყაროს გარშემო თემებზე საუბრით, რაც არც თუ ისე უხალისო რამ გამოვიდა. რბოლა ნამდვილად დაამშვენა დონ მიგელის გამოჩენამ, ლეგენდარული ესპანელი დიდი ავტორიტეტია და დამსახურებულად სარგებლობს ყველას პატივისცემით ვისაც რამე კავშირი აქვს ან ქონია ორბორბლიან უძრავო მექანიზმთან. ივანე მრისხანესთან (ივან ბასო) მისი შეხვედრა აგვისახა კიდეც ჩვენმა კეთილის მყოფელმა ფოტომაესტრომ!

 

2 September 2016 71st Vuelta a Espana Stage 13 : Bilbao - Urdax-Dantxarinea INDURAIN Miguel (ESP) BASSO Ivan (ITA) Sport Director of Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

2 September 2016
71st Vuelta a Espana
Stage 13 : Bilbao – Urdax-Dantxarinea
INDURAIN Miguel (ESP)
BASSO Ivan (ITA) Sport Director of Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

რბოლაზეც ვთქვათ რამე… გრანდ ტურის ეტაპის მოგება დიდად ფასობს, ასეთი რამ ოქროს ასოებით იწერება ნებისმიერო ველომრბოლელის სპორტულ ბიოგრაფიაში, ამის მიღწევა საოცნებოა, ძნელად ასახდენი საოცნებო, ამიტომ ვერ გამოვტოვებ იმათ ვინც ყველაზე მეტად მოინდომა და ყველაფერი ისე დაულაგდა რომ ოცნება ასრულებოდა.

მეთორმეტე ეტაპზე ადრე ნახსენები სკაის ტაქტიკის წყალობით პელოტონმა ჯგუფური სპრინტი გამართა რომლიც იენს კიოკელერმა მოიგო ორიკა ბაიკ–ექსჩეინჯიდან, ეს არც თუ ისე ახალგაზრდა, 27 წლის, იენსის პირველი ესოდენ მნიშვნელოვანი მიღწევაა მსოფლიო ტურის დონეზე, თუმცა ჩვენ გვახსოვს მისი არა ერთი წარმატება შედარებით დაბალი რანგის შეჯიბრებებისას.

 

1 September 2016 71st Vuelta a Espana Stage 12 : Los Corrales de Buelna - Bilbao 1st : KEUKELEIRE Jens (BEL) Orica - BikeExchange Photo : Yuzuru SUNADA

1 September 2016
71st Vuelta a Espana
Stage 12 : Los Corrales de Buelna – Bilbao
1st : KEUKELEIRE Jens (BEL) Orica – BikeExchange
Photo : Yuzuru SUNADA

 

მეცამეტეზე კი, როგორც უკვე მივანიშნე, გამარჯვებული დაწინაურებულებთაგან გამოვლინდა. მათ შორის არ იყო მრბოლელი რომელიც ერთ საათზე მეტით არ ჩამორჩებოდა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს და დიდმა გუნდებმა ისარგებლეს კიდეც შექმნილი ვითარებით. პელოტონი ნახევარ საათზე მეტი ჩამორჩენით მივიდა ფინიშთან. მიუხედავათ იმისა რომ წინ გაჭრილ მრავალრიცხოვან ჯგუფში მრავლად იყვნენ საკმაოდ გამოცდილი მხედრები, ეტაპი ახალგაზრდა იტალიელმა ლამპრე მერიდადან, ვალერიო კონტიმ მოიგო. 23 წლის ვალერიოსათვისაც ეს კარიერაში პირველი გრანდ ტურის ეტაპი გამოდგა. მან ფინიშამდე 18 კილომეტრით ადრე შეუტია და სოლო რეიდი ბოლომდე ისე განაგრძო რომ ახლოს არავინ მიიკარა. ვუსურვებ იენს და ვალერიოს მორიგ მაღალი დონის წარმატებებს!

 

2 September 2016 71st Vuelta a Espana Stage 13 : Bilbao - Urdax-Dantxarinea 1st : CONTI Valerio (ITA) Lampre - Merida Photo : Yuzuru SUNADA

2 September 2016
71st Vuelta a Espana
Stage 13 : Bilbao – Urdax-Dantxarinea
1st : CONTI Valerio (ITA) Lampre – Merida
Photo : Yuzuru SUNADA

 

ამ წუთებში უკვე დაწყებულია სამეფო ეტაპი, რომლის დროსაც მრბოლელებს ოთხი დიდი აღმართის ავლა მოუწევს, დისტანციაც მარათონულია. ეტაპი განწირულია გახდეს ისტორიული. არა აქ ვუელტას ვერ მოიგებ, მაგრამ აქ შეიქმნება ის ჯგუფი რომელიც გააგრძელებს გამარჯვებისათვის ბრძოლას.

 

2 September 2016 71st Vuelta a Espana Stage 13 : Bilbao - Urdax-Dantxarinea CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff Photo : Yuzuru SUNADA

2 September 2016
71st Vuelta a Espana
Stage 13 : Bilbao – Urdax-Dantxarinea
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA

 

მთავარი კითხვა: რა მდგომარეობაშია და რას იზამს ელ პისტოლერო! თუ დღეს არა – როდის?

წლევანდელ ვუელტაზე მრავლად არიან ისინი ვისთვისაც პირველის გარდა სხვა ადგილი არ არსებობს!

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer