მსოფლიო ჩემპიონმა თავისი გაიტანა
ფრანგული ტურის მეორე ეტაპი, მოკლე აღმართზე ფინიშის გამო, ჟანრის კლასიკოსთა სოლირების მოლოდინში წარიმართა. რბოლა დაძაბულობით წინა დღეს გაუტოლდა. სამწუხაროდ ისევ მოყვა მასიურ წაქცეულთა შორის ალბერტო კონტადორი და პელოტონი მას ისევ დაელოდა.

3 July 2016
103rd Tour de France
Stage 02 : Saint-Lo – Cherbourg-en-Cotentin
CONTADOR Alberto (ESP) Tinkoff
Photo : Yuzuru SUNADA
ამ ლოდინში დაწინაურებულთა დრო კრიტიკულამდე გაიზარდა, თუმცა ფინალურ კილომეტრზე ბოლო მათგანი დანებდა. ფინიში ტინკოველი სლოვაკი მსოფლიო ჩემპიონის კარნახით წარიმართა. ჯერ რომან კროიციგერმა ის შესატევ პოზიციაზე გაიყვანა, პიტერმა შეუტია კიდეც თუმცა დროულად აუღო სიტუაციას ალღო, მოგებისთვის ჯერ ადრე იყო და შეანელა, ფანდზე ალაფილიპი მოტყუვდა. ეტყობა იფიქრა პიტერი გამოილიაო და მარდათ შეუტია. პიტერი სწორედ ამას ელოდა, შემტევს ბორბალზე აეკიდა და კონტრშეტევით, აკადემიურად ფინიში მოუგო.

3 July 2016
103rd Tour de France
Stage 02 : Saint-Lo – Cherbourg-en-Cotentin
1st : SAGAN Peter (SVK) Tinkoff
2nd : ALAPHILIPPE Julian (FRA) Etixx – Quickstep
Photo : Yuzuru SUNADA
როგორც ნაფინიშევს პიტერმა განაცხადა მას არ ეგონა რო ყველა დაწინაურებულს იყვნენ დაწეული და მისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. გამარჯვება და თან როგორი, ეტაპთან ერთად ყვითელი მაისურიც დაისაკუთრა. ასე მიილია წლევანდელი ტურის მეორე დიდი რბოლა.

3 July 2016
103rd Tour de France
Stage 02 : Saint-Lo – Cherbourg-en-Cotentin
SAGAN Peter (SVK) Tinkoff, Maillot Jaune
Photo : Yuzuru SUNADA
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.