Header

მსოფლიო ტურის პირველი რბოლა

მსოფლიო ტურის (UCI WorldTour) პირველი რბოლა, 17–22 იანვარს, ტრადიციულად ავსტრალიაში გაიმართა. სანტოს დაუნ ანდერის რბოლა (Santos Tour Down Under) ნაადრევად ხსნის სეზონს და შესაბამისად მსოფლიო პელოტონის ლიდერთა უმრავლესობა ამ დროს მზადების სტადიაშია. გრანდ ტურების ფავორიტები მხოლოდ მაისისკენ გეგმავენ ფორმის ოპტიმიზაციას, კლასიკოსები კი მარტის შუა რიცხვებისთვის.

გუნდების შემადგენლობებს თუ ჩაუღრმავდებით, დიდი ანალიტიკოსობა არ ჭირდება იმის აღმოჩენას, რომ რბოლა გამოკვეთილად, კუთხურ, ავსტრალიურ ხასიათს ატარებს. ის მნიშვნელოვანია ავსტრალიური გუნდებისათვის და ავსტრალიელი მრბოლელებისათვის, დანარჩენი კი მას მომზადების ერთერთ ეტაპად განიხილავს.

წლევანდელ რბოლაში ოთხი სპრინტერული და ორი სამთო ეტაპი დაიგეგმა, რომელნიც ორმა ავსტრალიელმა ვარსკვლავმა გაიყვეს.

 

სპრინტში არავის არაფერი დაუთმო ავსტრალიელთა იმედმა ქალებ იუინმა (Caleb Ewan).

 

21 January 2017
19th Tor Down Under
Stage 05 : McLaren Vale – Willunga Hill
EWAN Caleb (AUS) Orica – Scott, Leader of the Point Classification
Photo : Yuzuru SUNADA

 

მთაში კი გაიბრწყინა რიჩი პორტმა (Richie Porte), რომელმაც ასევე კარიერაში პირველად მოიგო მშობლიური რბოლის გენერალური კლასიფიკაცია. რიჩის მდგომარეობა ცხადყოფს, რომ მას სეზონის დასაწყისში აქვს ჩანიშნული რამოდენიმე რბოლა მისთვის.

 

19 January 2017
19th Tor Down Under
Stage 03 : Glenelg – Victor Harbor
PORTE Richie (AUS) BMC, Leader of the General Classification
Photo : Yuzuru SUNADA

 

ავსტრალიას მსოფლიო ჩემპიონი პიტერ საგანიც პირველად სტუმრობდა, აქამდე ის სეზონს არგენტინაში იწყებდა ხოლმე.

 

22 January 2017
19th Tor Down Under
Stage 06 : Adelaide – Adelaide
SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
Photo : Yuzuru SUNADA

 

ვერ ვიტყვით, რომ ზედიზედ მეორე წელი, მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელიანში შემოსილი პიტერი ავსტრალიაში სასეირნოდ ჩაფრინდა.

ის ოთხიდან სამ სპრინტში მეორე იყო, სეზონის დასაწყისისათვის არც თუ ისე ურიგო შედეგია ზემოტივირებულ იუინთან. ასე რომ მრავალსაათიანი გადაფრენები პიტერისათვის მთლად ამაო არ გამოდგა. როგორც თავად განაცხადა კმაყოფილია ამ ეტაპზე გამოვლენილი ფორმით. პიტერი ავსტრალიას ჯერ კიდე წლის ბოლოს ესტუმრა რათა იქაური ზაფხული ნაყოფიერად გამოეყენებინა ჯერ დასასვენებლად შემდეგ კი მზადების დასაწყებად.

 

22 January 2017
19th Tor Down Under
Stage 06 : Adelaide – Adelaide
1st : EWAN Caleb (AUS) Orica – Scott, Leader of the Point Classification
2nd : SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
3rd : KUMP Marko (SLO) UAE Abu Dhabi
Photo : Yuzuru SUNADA

 

კვირას ავსტრალიაში, პირველად მსოფლიო ტურის სტატუსით, გაიმართება კადელ ევანსის დიდი ოკეანეს ერთდღიანი რბოლა (Cadel Evans Great Ocean Road Race) რომლის შემდეგაც ტური თითქმის ერთი თვის შემდეგ განახლდება აბუ დაბიში.

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer