Header

მსოფლიო პირველობა პოლონეთში

თებერვალ–მარტის გასაყარზე პოლონურ პრუშკუვში ტრეკზე ველოსპორტში მსოფლიო პირველობა გაიმართა.

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 01/03/2019 – Scenery – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

პირველი ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 1893 წელს ველოსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ჩიკაგოში მოეწყო. 1895 წლიდან ცალკე იმართებოდა შეჯიბრებები პროფესიონალთა შორის. 1900 წლიდან მსოფლიო ველოსპორტს სათავეში ველოსიპედისთა საერთაშორისო კავშირი (ფრ. Union Cycliste Internationale – UCI) ჩაუდგა. ერთ ხანს სამოყვარულო და პროფესიონალ ველოსპორტს საერთაშორისო კავშირის მიერ შექმნილი და კოორდინირებული ცალ–ცალკე ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ, შესაბამისად, სამოყვარულო (Fédération Internationale Amateur de Cyclisme – FIAC) და პროფესიული (Fédération Internationale de Cyclisme Professionnel or FICP) ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციები. 1992 წელს ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირმა (UCI) თავის წიაღში გააერთიანა გაყოფილი ველოოჯახი, რის შემდეგაც, 1993 წლიდან იმართება ერთი პირველობა.

 

სატრეკო ბატალიებზე წერისას ხშირად გავიხსენებ, რომ შორეულ 1965 წელს, ესპანურ სან–სებასტიანში, ლეგენდარულმა ქართველმა ომარ ფხაკაძემ მოიპოვა ისტორიაში ჯერ–ჯერობით ერთადერთი ქართული ცისარტყელიანი მაისური.

 

Omar Pkhakadze – 1965 track cycling world champion (sprint individual men, amateur), 1972 olimpic bronze medalist

 

ცხონებულმა ომარმა იმ წელს ინდივიდუალურ სპრინტში მოყვარულთა შორის მსოფლიო პირველობა მოიპოვა, იქვე პროფესიონალებში იტალიელმა ჯუზეპე ბეგეტომ იმარჯვა.

 

იმ იმედით, რომ ოდესმე მომიწევს აწმყო წარმატებებზეც საუბარი, დავუბრუნდები ახლახანს განვლილ პოლონურ ამბებს. ახალი არაა სატრეკო ველოსპორტის ოლიმპიურ ციკლზე ორიენტირების ამბავი, ამ ციკლმა უკვე ეკვატორი გადალახა და ოლიმპიური ბატალიების წამყვანი მონაწილეები მზადების დასკვნით ეტაპზე არიან. მსოფლიო პირველობა დიდად ფასობს ველოსამყაროში, თუმცა ის ყოველ წელს იმართება და რა გასაკვირია, თუ ყოველ ოთხ წელიწადში შემდგარ ოლიმპიადაზე ცდილობს ყველა საუკეთესო კონდიციით მისვლას. ამ დროისათვის დამსვენებელმა უკვე დაისვენა, ტრამვირებულმა იმკურნალა, დასაქორწინებელმა იქორწინა და ეხლა ყველა ძალისხმევა 2020 წელს ტოკიოსკენ არის მიმართული. ოლიმპიური ნაკრებების ძირითადი კონტურები უკვე მოხაზულია, საწვრთნელ შეკრებებზე საკონტროლო დროებია ნაჩვენები და რა შეიძლება იყოს მიღწეულის წარმოჩენის უკეთესი ასპარეზი თუ არა მსოფლიო პირველობა? თან პირველობა, სადაც გაქვს შესაძლებლობა უშუალო კონკურენტებთან უშეღავათო ბრძოლაში შეიმოსო სანუკვარ ცისარტყელიან მაისურში!

პირველობა როგორც მანდილოსანთა, ასევე მამაკაცთა შორის ათ სახეობაში იმართება. მე არ დავიწყებ აქ სტატისტიკის მოყვანას, ყურადღებას ოლიმპიურ სახეობებზე და მათ შორის ძირითად მიმართულებებზე გავამახვილებ. მოგეხსენებათ ოლიმპიურ პროგრამაში სულ ხუთი სახეობაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სპრინტერული ნაწილი, კერძოდ ინდივიდუალური, გუნდური და ჯგუფური სრპინტი (კეირინი).

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 01/03/2019 – Wai Sze Lee – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

სპრინტერულ სახეობებში მანდილოსანთა შორის გამოიკვეთა გამოცდილი ჰონკონგელი ლი ვაი სის დომინირება, მან ინდივიდულურ სპრინტშიც და კეირინშიც პირველობა არავის დაუთმო და პოლონეთი ორი ოქროს მედლით დატოვა. გუნდური სპრინტი ავსტრალიელებმა დაისაკუთრეს და ახლო მომავალში სწორედ ისინი თუ მიიღებენ ლი ვაი სის გამოწვევას ინდივიდუალურ სახეობებშიც.

მრავალჭიდში (ომნიუმი) მორიგი გამარჯვება იზეიმა დიდმა ჰოლანდიელმა კირსტენ ვილდმა, ეს მისი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონობაა, ომნიუმში ზედიზედ მეორე.

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 01/03/2019 – WomenÕs Omnium Points Race – Letizia Paternoster (ITA) – Kirsten Wild (NED) – Jennifer Valente (USA) – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

თუმცა, თუ თვალყურს მივადევნებთ იუნიორებიდან უფროსებში ახლახანს გადმოსულ იტალიელ ლეტიცია პატერნოსტერს, ოლიმპიადაზე კირსტენს ნამდვილად არ ელის მშვიდი ცხოვრება.

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 01/03/2019 – Letizia ( Paternoster(ITA) – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

ლეტიცია პოლონეთში ომნიუმში ვერცხლს დასჯერდა და როგორც ჩანს, ის ამაზე შეჩერებას არ აპირებს!

გუნდურ პესიუთში (გამოდევნებით რბოლა) ავსტრალიელებმა იმარჯვეს. თუმცა, ვერცხლის მედალოსან ბრიტანულ კვარტეტში კვლავ ვიხილეთ ერთად ოლიმპიური ჩემპიონები: ლორა კენი, ქეთი არჩიბალდი და ელინორ ბარკერი, რაც ოლიმპიადისათვის კონკურენციას უაღრესად გაამწვავებს. მით უმეტეს, ელინორი სკრეჩში მიღებული ცისარტყელიანი მაისურით გახალისებული გააგრძელებს წვრთნას მომავალი გამარჯვებებისთვის.

ვაჟთა შორის სპრინტში პრუშკოვში ჰოლანდიელთა სრული დომინაცია დაფიქსირდა. სამივე სახეობაში ოქროს მედალი. უფრო მეტი, ყველაზე პრესტიჟული, ინდივიდუალურ სპრინტი, ნიდერლანდების ღია პირველობად აქციეს და ფინალი ერთმანეთში გაითამაშეს.

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 03/03/2019 – Harrie Lavreysen – Jeffrey Hoogland (NED) – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

გუნდურ პესიუთში აქაც ავსტრალიურ–ბრიტანული ფინალი ვიხილეთ იმავე შედეგით.

ომნიუმში კი პირველობა არავის დაუთმო ახალგაზრდა ზელანდიელმა კემბელ სტიუარტმა. უფროსებში გადმოსვლის შემდეგ ეს მისი პირველი დიდი წარმატებაა, პირველი დიდი ცისარტყელიანი მაისური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კემბელს იუნიორებში ორგზის (2015; 2016) აქვს ამავე სახეობაში მსოფლიო ოქრო მოგებული, არავის გაუკვირდება ოლიმპიადაზე მას მთავარ ფავორიტად თუ დავასახელებ.

 

 

აქვე გამოვყოფ იტალიელ ფილიპო განას ოქროს ინდივიდუალურ პესიუთში.

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 01/03/2019 – Poursuite Men – Filippo Ganna (ITA – Team Sky) – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

არ შემიძლია არ შევუერთდე სრულიად ველოსამყაროს – განსაკუთრებულად მივესალმები და გამოვხატავ ჩემს უდიდეს პატივისცემას ლეგენდარული გერმანელი კრისტინა ვოგელის მიმართ, კეთილი იყოს მისი დაბრუნება!

 

UCI Track Cycling World Championships 2019 – Pruszkow – Poland – Velodrome BGZ Arena – 28/02/2019 – Kristina Vogel – photo Davy Rietbergen/CV/BettiniPhoto©2019

 

 

 

 

Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net

Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net

 

განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer