მორიგი ახალგაზრდა
დღეს ვუელტაზე მერვე ეტაპი შედგა
ეტაპის მარშრუტიდან გამომდინარე ყველა სპეციალისტი მრავლობით დაცემაზე საუბრობდა, მაგრამ მომხდარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვითარების დრამატიზირებას ვერავინ დაგვწამებს. საკმარისია ვთქვათ, რომ მასობრივი დაცემის შედეგად რბოლა დატოვეს ტი ჯეი ვან გარდერენმა, დენ მარტინმა, ნასერ ბუჰანიმ.
ფინიშამდე ათი კილომეტრზე ნაკლები იყო დარჩენილი, როცა თანმხლებმა მოტოციკლმა ეტაპის მთავარი ფავორიტი წააქცია, რამაც რბოლის გარშემო დიდი მითქმა მოთქმას იწვევს. თანმხლები მოტორიანი ტექნიკით მრბოლელთა დაზიანება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა.
ბოლოს პელოტონის მცირე ნაწილმა საფინიშო კილომეტრს მიაღწია რომელზეც სპრინტში ყველას რბოლის კიდე ერთმა ახალგაზრდა იმედის მომცემმა მრბოლელმა, ბელგიელმა ჯასპერ სიუვინმა აჯობა ტრეკ ფექტორიდან, რამაც დიდად გაახარა რბოლაზე ტავიდანვე მრავალნატანჯი გუნდი.