მეფე დაბრუნდა
თუ პირველი ეტაპის შემდეგ სკეპტიკოსები იძახდნენ კარგი ერთხელ ძველი თოფიც ისვრის ხოლმეო, დღევანდელი უპრინციპულესი, სპეციალიზაციის გრანდებთან უშუალო პაექრობაში სანტიმეტრებით მოგებული სპრინტით მარკმა ყველა დაადუმა.

4 July 2016
103rd Tour de France
Stage 03 : Granville – Angers
1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data
2nd : GREIPEL Andre (GER) Lotto – Soudal
3rd : COQUARD Bryan (FRA) Direct Energie
4th : SAGAN Peter (SVK) Tinkoff, Maillot Jaune
Photo : Yuzuru SUNADA
გასაკვირი კია ბრიტანული სატრეკო ოლიმპიური ნაკრების წევრის მიმართ ასეთი სკეპსისი, დღეს მოსალოდნელი გაცხადდა – მარკ კავენდიში დაბრუნდა, ის ბრწყინვალე ფორმაშია, მან ისევ აიღო წყვილი ეტაპი მსოფლიოს უპრესტიჟულეს გრანდ ტურზე!

4 July 2016
103rd Tour de France
Stage 03 : Granville – Angers
1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data, with his family
Photo : Yuzuru SUNADA
მანამდე კი პელოტონმა დღეს დასვენება გადაწყვიტა და ეტაპის სამი მეოთხედი სასეირნო ტემპში გაიარა რითაც სისხლის მოყვარულთა რისხვა დაიმსახურა კიდეც, თუმცა ასეთები მხოლოდ ისინი არიან ვინც თვითონ არასდროს ამხედრებულა ველოსიპედზე და სარბოლო რეჟიმში არ გაუვლია თუნდაც ერთი კილომეტრი.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.