Header

მეორე სპრინტი – მეორე გამარჯვება

საათზე მეტია დასრულდა ესპანური ტურის მეხუთე ეტაპი, რომელიც თავისი პროფილით მეორე სპრინტერული უნდა ყოფილიყო.

პირველ მონაკვეთზე, ცუდ ამინდში ვერ მოხერხდა შრომისუნარიანი ჯგუფის დაწინაურება.

მხოლოდ ორმა, პორტუგალიელმა ტიაგო მაჩადომ და ფრანგმა ჟულიენ მორისმა, მოახერხა დასხლტომოდა პელოტონს, რომელიც დღეს აშკარად არ აპირებდა გაქცეულებისათვის ეტაპის ჩუქებას.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo Peloton Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
Peloton
Photo : Yuzuru SUNADA

 

მიმდინარე ტურზე თითებზე ჩამოსათვლელია სპრინტერთა შანსები და ასეთი გუნდები დიდი შვებაა გენერალური კლასიფიკაციისათვის ვინც ბრძოლობს, რადგან ეტაპზე კონტროლს სწორედ ისინი ანხორციელებენ. გაქცეულები კონტროლირებად მანძილზე გაუშვეს და მორიგეობით განაგრძეს გამოდევნება. ესეც რო არა ტიაგო და ჟულიენი ვერ შეთამაშდნენ, ჟულიენს აშკარად არ ეჯერა წარმატების შანსის. ეს ლოგიკურიც არის, ორ კაციან ჯგუფს რამოდენიმე სპრინტერული გუნდის წინააღმდეგ ფაქტიურად შანსი არ აქვს. კატიუშამ საჩვენებელი გამოსვლა გადაწყვიტა და მაჩადომ მარტო განაგრძო რბოლა, რითაც თითქმის 50 კილომეტრიანი ინდივიდუალური რბოლა გამოუვიდა.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo MACHADO Tiago Jose Pinto (POR) Katusha MORICE Julien (FRA) Direct Energie Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
MACHADO Tiago Jose Pinto (POR) Katusha
MORICE Julien (FRA) Direct Energie
Photo : Yuzuru SUNADA

 

რბოლის საფინიშო მონაკვეთზე რასაკვირველია მას პელოტონი გაუსწორდა და დაიწყო ეტაპის დასკვნითი გადამწყვეტი მონაკვეთი, რომელიც ტექნიკურად უაღრესად რთულად იყო დაგეგმილი.

აქ ვუელტაზე უკვე მეორედ ფეხი მოსინჯა მსოფლიო ექს და ბელგიის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანური ტურის ხუთი ეტაპის და მონუმენტების არაერთგზის ტრიუმფატორმა ფილიპ ჟილბერმა. ფილჟილმა როგორც ჩანს სწორედ ამ რთული ტექნიკური მოსახვევებით სარგებლობა იფიქრა, თუმცა შეტევა აშკარად ნაადრევი იყო და ის მეორე შემტევ საიმონ კლარკთან ერთად სპრინტერებს ვერ დაუსხლტა ხელიდან.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo GILBERT Philippe (BEL) BMC Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
GILBERT Philippe (BEL) BMC
Photo : Yuzuru SUNADA

 

აქ ყველას თავისი ამოცანა აქვს, სპრინტერები საფინიშო პოზიციებისათვის იბრძვიან, დიდება ფინიშამდე უვნებელად მისასვლელათ. ფინალურმა კილომეტრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო გრანდ ტურის სპეციფიკა. უშეღავათო რბოლისას ორი სერიოზული დაცემა მოხდა რის შედეგათაც ტრავმის გამო ვუელტა ერთ ერთმა მეორე რიგის ფავორიტმა, ვისაც აქამდე არ ვახსენებდი, წლევანდელ ჯიროზე მრავალი ხმაურის გამომწვევმა ლოტტო ნიდერლანდების ლიდერმა სტივენ კროიშვაიკმა დატოვა.

 

22 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 03 : Marin - Dumbria, Mirador de Ezaro KRUIJSWIJK Steven (NED) Lotto NL - Jumbo Photo : Yuzuru SUNADA

22 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 03 : Marin – Dumbria, Mirador de Ezaro
KRUIJSWIJK Steven (NED) Lotto NL – Jumbo
Photo : Yuzuru SUNADA

 

ის ჯიროზეც დაეცა თუმცა იქ ლიდერის პოზიციაში იყო და რბოლის გაგრძელება მოახერხა. ვუელტა მას თავიდანვე არ წაუვიდა, ვუსურვოთ სწრაფი დაბრუნება.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo STYBAR Zdenek (CZE) Etixx - Quickstep FROOME Christopher (GBR) Sky SANCHEZ Samuel (ESP) BMC Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
STYBAR Zdenek (CZE) Etixx – Quickstep
FROOME Christopher (GBR) Sky
SANCHEZ Samuel (ESP) BMC
Photo : Yuzuru SUNADA

 

ფინალური სპრინტი კი ისევ ბელგიური ეტიქს კვიკ–სტეპის დომინირებით წარიმართა, ჩეხ ზდენეკ შტიბარმა ისევ ბრწყინვალედ იმოქმედა და გუნდის მთავარი ძალა, მესამე თაობის მრბოლელი, ბელგიელი ჯანი მირსმანი მომგებიან პოზიციაზე გაიყვანა რომელმაც ისევ არ გაუწბილა გუნდს და წლევანდელ ვუელტაზე მეორედ მოიგო.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo 1st : MEERSMAN Gianni (BEL) Etixx - Quickstep Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
1st : MEERSMAN Gianni (BEL) Etixx – Quickstep
Photo : Yuzuru SUNADA

 

აღსანიშნავია, რომ ეს ჯანის სულ მეორე ტრიუმფია გრანდ ტურებზე მიუხედავათ იმისა რომ მერვე ასეთ ტურში მონაწილეობს, თუმცა მთლიანობაში მეოცე პროფესიული გამარჯვებაა კარიერაში.

 

 

წითელი მაისური პირველად წლევანდელ ვუელტაზე მის მფლობელ კოლუმბიელ დარვინ ატაპუმას დარჩა.

 

24 August 2016 71st Vuelta a Espana Stage 05 : Viveiro - Lugo ATAPUMA John Darwin (COL) BMC, Leader of the General Classification Photo : Yuzuru SUNADA

24 August 2016
71st Vuelta a Espana
Stage 05 : Viveiro – Lugo
ATAPUMA John Darwin (COL) BMC, Leader of the General Classification
Photo : Yuzuru SUNADA

 

ხვალინდელი ეტაპი უფრო მთაგორიანია ვიდრე დღევანდელი, მიუხედავათ იმისა, რომ სამთოდ ვერ მივიჩნევთ სპრინტერებს ალბათ მაინც ნაკლები შანსი ექნებათ.

 

 

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer