მეორე ოლიმპიური დღე რიოს ტრეკზე
მეორე ოლიმპიურ სატრეკო დღე მამაკაცთა გუნდური გამოდევნებით რბოლის (პესიუთი) მოლოდინში წარიმართა.
დღის პროგრამა ქალთა გუნდური სპრინტის კვალიფიკაციით გაიხსნა, სადაც ჩინურმა წყვილმა ოლიმპიური რეკორდით 32,305 იმარჯვა.
შემდეგ მამაკაცთა ინდივიდუალური სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც ასევე ახალი ოლიმპიური რეკორდით 9,551, სახეობის მთავარმა ფავორიტმა, ბრიტანელმა ჯეისონ კენიმ მოიგო.
სპრინტერები მამაკაცთა გამოდევნებით მბრბოლელებმა ჩაანაცვლეს, აქ დღის ინტრიგა ბრიტანელთა გუნდის მზადყოფნაში იყო, რაც პირველ რაუნდშივე მსოფლიო რეკორდით განვლილ დისტანციაში აისახა. ბრიტანელებმა 16 წრე (4 კმ) 3:50,570–ში დაძლიეს და ოქროს ფინალის საგზური გაინაღდეს, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონობას სამი წამით უარესი დროის მაჩვენებელი ავსტრალია უნდა შეცილებოდა. ბრინჯაოს ფინალში კი დანია და ახალი ზელანდია გავიდნენ.
დადგა ქალთა გუნდური სპრინტის ფინალური წყვილების გამოსავლენი პირველი რაუნდის დრო, სადაც კვლავ ბრწყინვალედ იასპარეზა ჩინურმა წყვილმა. ამჯერად მათ მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესეს 31,928 და ოქროს ფინალში რუსებს დაუწყვილდნენ, ბრინჯაოსათვის ავსტრალია და გერმანია იბრძოლებდნენ.

12 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Team Sprint Qualifying
CHINA
GONG Jinjie
ZHONG Tianshi
Photo : Yuzuru SUNADA
ქალთა გუნდური სპრინტის ფინალი მამაკაცტა ინდივიდუალური სპრინტის 1/16 ფინალის შემდეგ გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩინელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს და დღის პირველი ოქრო მიითვალეს.

12 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Team Sprint
1st : CHINA
GONG Jinjie
ZHONG Tianshi
Photo : Yuzuru SUNADA
პირველი ფინალების შემდეგ დასრულდა ვაჟთა სპრინტის 1/16 ფინალი და დაიწყო ვაჟთა გუნდური გამოდევნებითი რბოლის საბოლოო ეტაპი, რომლიც ბრწყინვალედ დააგვირგვინა ოქროს ფინალმა. ბრიტანელები მორიგი მსოფლიო რეკორდით 3:50,265 ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

11 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Team Pursuit Qualifying
GREAT BRITAIN
CLANCY Edward
BURKE Steven
DOULL Owain
WIGGINS Bradley
Photo : Yuzuru SUNADA
ბრიტანული გუნდის ნამდვილი მშვენება ლეგენდარული სერ ბრედლი ვიგინსი არის, რომლისთვისაც ეს მეხუთე ოლიმპიური ოქრო გამოდგა.

12 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Team Pursuit
1st : GREAT BRITAIN
CLANCY Edward
BURKE Steven
DOULL Owain
WIGGINS Bradley
Photo : Yuzuru SUNADA
ხუთი ოქროს გარდა ვიგგოს ოლიმპიურ მონაგარს ემატება ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი, რაც მას ყველაზე ტიტულოვან ბრიტანელ ოლიმპიელად ხდის!

12 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Team Pursuit
WIGGINS Bradley (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.