Header

მეორე დღე – მსოფლიო პირველობა ტრეკზე

ლონდონის მსოფლიო პირველობის მეორე დღეს მედლების ოთხი კომლექტი გათამაშდა:

  • მამაკაცთა ინდივიდუალური რბოლა დროზე (1 კილომეტრი);
  • ქალბატონთა სკრეჩი;
  • ქალბატონთა კეირინი;
  • მამაკაცთა გუნდური პესიუთი (გამოდევნებით რბოლა).

 

მამაკაცთა ინდივიდუალური რბოლა დროზე (1 კილომეტრი) – ინდივიდუალური რბოლა დროზე დამგარი სტარტიდან მამაკაცთა შორის 1 ხოლო ქალბატონთა შორის 0,5 კილომეტრზე იმართება. სტარტი სპეციალური სასტარტო ჭიშკრიდან იმართება, რომლის გაღების შემდეგ სპორტსმენი გადის დაგენილ მანძილს. გამარჯვებულია ის ვინც უმოკლეს დროში დაფარავს სარბოლო მანძილს. სახეობა არ შედის ოლიმპიურ პროგრამაში.

 

 

საუკეთესო დრო გერმანელმა იოახიმ აილერსმა (1:00,042) აჩვენა და დღის პირველი ცისარტყელიანი მაისურიც დაისაკუთრა. პოდიუმზე მეორე ადგილზე ჰოლანდიელი ტეო ბოსი (1:00,461) ხოლო მესამეზე ფრანგი კენტენ ლაფარგი (1:01,581) ავიდნენ. აღსანიშნავია გამარჯვებულის საშუალო სიჩქარე, რომელმაც 59,958 კილომეტრს საათში მიაღწია.

 

3 March 2016 Track World Championships (London, UK) Men 1km TT Final 1st : EILERS Joachim (GER) 2nd : BOS Theo (NED) 3rd : LAFARGUE Quentin (FRA) Photo : Yuzuru SUNADA

3 March 2016
Track World Championships (London, UK)
Men 1km TT Final
1st : EILERS Joachim (GER)
2nd : BOS Theo (NED)
3rd : LAFARGUE Quentin (FRA)
Photo : Yuzuru SUNADA

 

ქალბატონთა სკრეჩი – ინდივიდუალური რბოლა საერთო სტარტით. მამაკაცები 15, ხოლო ქალბატონები 10 კილომეტრზე ეჯიბრებიან. გამარჯვებულია ის ვინც პირველი დაფარავს განსაზღვრულ მანძილს. სკრეჩი არ შედის ოლიმპიურ პროგრამაში.

 

 

ქალბატონთა სკრეჩში ტიტული ლეგენდარულმა მრბოლელმა, ბრიტანეთის იმპერიის უაღმატებულესი ორდენის ოფიცერმა (Officer of the Order of the British Empire (OBE)) ლაურა (ლორა) ტროტმა მოიპოვა. მრავალგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონისათვის ამ სახეობაში ეს პირველი ოქროა და მოახლოებული ოლიმპიური თამაშების წინ ლაურას ფორმა დიდ იმედებს უსახავს მის მრავალრიცხოვან გულშემატკივართა არმიას, მით უმეტეს რომ მოგვიანებით მან თითქმის პირად ჯილდოდ ქცეული მრავალჭიდიც არავის დაუთმო.

 

3 March 2016 Track World Championships (London, UK) Women Scratch Final 1st : TROTT Laura (GBR) Photo : Yuzuru SUNADA

3 March 2016
Track World Championships (London, UK)
Women Scratch Final
1st : TROTT Laura (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA

 

ლაურას მორიგი ოქროს რბოლა

 

ქალბატონთა კეირინი – იაპონური წარმოშობის რბოლა მამაკაცთა შორის 7 და ქალბატონთა შორის 6 მრბოლელის ხაზიდან სტარტით. თავდაპირველად მრბოლელები მგეზავს, ეგრეთ წოდებულ დერნის (ელექტრო ველოსიპედი), გამოედევნებიან რომელიც ლიდერობს რბოლას 1400 მეტრის (5,5 წრე) მანძილზე. დერნის რბოლის სიჩქარე მამაკაცთათვის 30–დან 50 ხოლო ქალბატონთასთვის 25–დან 45 კილომეტრამდე საათში აჰყავს და  ფინიშამდე 600 მეტრით (2,5 წრე) ადრე ტოვებს სარბოლო ხაზს რის შემდეგაც მრბოლელები ხსნიან სპრინტს. გამარჯვებული ფინიშის ხაზთან წესების დაცვით პირველი მისულია. კეირინი შედის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო ქალბატონთა კეირინში გადამწყვეტი სპრინტი გერმანელ კრისტინა ვოგელს, ავსტრალიელ ანა მეიერსსა, ბრიტანელ რებეკა (ბეკი) ჯეიმსსა და ჩინე გო შუანს შორის გაიმართა. წინა შვიდ პირველობაზე ექვსჯერ სწორედ ამ ოთხმა მოიპოვა ტიტული, 2013–ში ბეკი ჯეიმსმა, 2014–ში კრისტინა ვოგელმა და 2015–ში ანნა მეიერსმა, ლეგენდარულ ავსტრალიელს მანამდე 2011 და 2012 წლებშიც აქვს ცისარტყელიანი მაისური შემოსილი, შორეულ 2009–ში კი ჩინელმა იმარჯვა. ამჯერად გერმანელმა არავის დაუთმო პირველობა და მოიგო რა ოცნების ფინალი მეორედ დაისაკუთრა კეირინში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ანა და ბეკი ამჯერად პოდიუმს დასჯერდნენ, ვეტერანი ჩინეთიდან კი მეოთხე გახდა.

 

3 March 2016 Track World Championships (London, UK) Women Keirin Finals 1st : VOGEL Kristina (GER) 2nd : MEARES Anna (AUS) 3rd : JAMES Rebecca (GBR) Photo : Yuzuru SUNADA

3 March 2016
Track World Championships (London, UK)
Women Keirin Finals
1st : VOGEL Kristina (GER)
2nd : MEARES Anna (AUS)
3rd : JAMES Rebecca (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA

 

ქალბატონთა კეირინის ოქროს ფინალი

 

მამაკაცთა გუნდური პესიუთი (გამოდევნებით რბოლა) – გამძლეობაზე გუნდური რბოლაა 4 კილომეტრიან დისტანციაზე. გუნდი მამაკაცებშიც და ქალბატონებშიც ოთხი წევრისგან შედგება. კვალიფიკაცია იმართება განცალკევებული სტარტით რომლის შედეგების მიხედვით დგება ოთხი ფინალური გამოდევნებით სარბოლო წყვილი. ორი საუკეთესო დროის მაჩვენებელი გუნდი ოქროს ფინალში და ასე შემდეგ. ფინალურ რბოლისას მოწინააღმდეგე გუნდები იღებენ სტარტს ტრეკის საპირისპირო მონაკვეთზე. გამარჯვებულია გუნდი რომელიც დაეწევა მოწინააღმდეგეს ან აჩვენებს საუკეთესო დროს.

 

 

დღის ბოლოს ლონდონის ველოდრომზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, პროგრამას მამაკაცთა გუნდური გამოდევნებით რბოლა აგვირგვინებდა სადაც ბრიტანელებს მორიგი ოქროს იმედი ქონდათ. მათ გუნდს ხო რაინდი ბაკალავრი (Knight Bachelor (Kt)), ბრიტანეთის იმპერიის უაღმატებულესი ორდენის მეთაური (Commander of the Most Excellent Order of the British Empire (CBE)), ველოსპორტის ლეგენდა, სერ ბრედლი ვიგინსი უძღვოდა ტრეკის ოვალზე.

როგორც მოსალოდნელი იყო ფინალური რბოლა დაძაბული გამოდგა. მთელი რბოლა ავსტრალიელები უსწრებდნენ მეტოქეს, ბოლო წრეებზე სერ ბრედლის ლიდერობისას ბრიტანელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და დაწინაურდნენ მაგრამ ფინიშამდე ბოლო ოვალზე ბრიტანეთის გუნდმა მთლიანობა დაკარგა და პირველობაც ავსტრალიელებს დარჩა.

 

სერ ბრედლი ვიგინსი და ავსტრალიელი მაიკლ ჰეპბერნი რბოლის შემდეგ

3 March 2016 Track World Championships (London, UK) Men Team Pursuit Finals HEPBURN Michael (AUS) Orica - GreenEDGE WIGGINS Bradley (GBR) Photo : Yuzuru SUNADA

3 March 2016
Track World Championships (London, UK)
Men Team Pursuit Finals
HEPBURN Michael (AUS) Orica – GreenEDGE
WIGGINS Bradley (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA

 

მამაკაცთა გუნდური პესიუთის ოქროს ფინალი

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: 2016 UCI TRACK CYCLING WORLD
CHAMPIONSHIPS LONDON LOGO/www.trackcyclingworlds2016.london

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer