მეოთხე გერმანული სპრინტი
გუშინდელ ეტაპზე სპეციალისტთა საერთო აზრით ჯგუფური სპრინტი უნდა შემდგარიყო, ბოლო კილომეტრების კონფიგურაციას სახიფათო ტექნიკურად ურთულესი ფინიში უნდა გამოეწვია. წლევანდელი ჯიროს სპრინტთან დაკავშირებული ინტრიგა ძალაში იყო, შეძლებდა თუ არა ვინმე გერმანელთათვის კონკურენციის გაწევას.
სტარტიდანვე კონტროლი სპრინტზე ორიენტირებულმა გუნდებმა იტვირთეს, შედეგათ მივიღეთ კიდეც ჯგუფური ულამაზესი სპრინტი, რომელშიც ანდრე გრაიპელმა ბრწყინვალე სტილში გაიმარჯვა და გრანტურებზე თავის ისედაც დიდ მონაგარს კიდე ერთი შემატა. ამრიგათ მიმდინარე ჯიროზე მას და მარსელს ორ ორი სპრინტი დაუგროვდათ.

13 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 07 : Sulmona – Foligno
1st : GREIPEL Andre (GER) Lotto – Soudal
Photo : Yuzuru SUNADA
სამწუხარო დანაკლისი განიცადა ესპანურმა მუვისტარმა, რომელთა რიგებს სტრატეგიულ მონახაზებში უმნიშვნელოვანესი ხავი მორენო გამოაკლდათ. ის დაეცა და ტრავმის გამო რბოლას გამოეთიშა.

13 May 2016
99th Giro d’Italia
Stage 07 : Sulmona – Foligno
MORENO Javier (ESP) Movistar
Photo : Yuzuru SUNADA
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.