Header

მარკის მეოთხე ტრიუმფი

მეთოთხმეტე ეტაპი იყო მორიგი შანსი სპრინტერთათვის. მეფის დაბრუნებამ, თან როგორ დაბრუნებამ, მრავალთა გაწბილება გამოიწვია. ტურის პელოტონში ხომ ბევრია გამარჯვებებს ნაჩვევი სპეციალისტი, რომელთაც წლევანდელ ტურზე არაფრით არ გამოდის გამარჯვება. გამონაკლისი მხოლოდ მარსელ კიტელია გერმანელ სპეციალისტთა სამეულიდან, როგორც გვახსოვს მან შეძლო მეოთხე ეტაპზე ურთულესი სპრინტის მოგება. სხვები კი ვერც გერმანელები ვერ სხვები ვერ ახერხებენ წარმატების მიღწევას და ბუნებრივია ყველა ეცდებოდა მაქსიმუმი ჩაედო ერთ ერთი ბოლო შესაძლებლობის გამოსაყენებლად.

ეტაპიც შესაბამისად წარიმართა, სპრინტერთა გუნდებს ერთი წამითაც არ გაუშვიათ ხელიდან რბოლის სადავეები. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი რბოლის გამოწვევებს და საფინიშო კორიდორში ყველა მთავარი სპეციალისტი მეტნაკლებ პოზიციაზე დარჩა ერთმანეთის პირისპირ.

ულამაზესი სპრინტი კიტელმა გახსნა, მას ბორბალზე მარკი ყავდა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციით ისარგებლა. გამოიყენა რა ძირითადი კონკურენტის ბორბალი საჭირო მომენტში სპრინტერის ალღომ არ უღალატა და კონტრშეტევით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ყველა სხვა მრბოლელი ცალკე ეცადა, თუმცა კავენდიშთან მიახლოება ვერავინ შეძლო. ფინიშის დროს მარკმა კი გადაკვეთა მარსელის მოძრაობის ხაზი, რასაც მისი გამარჯვების ანულირება შეიძლება მოჰყოლოდა, თუმცა კომისრებმა სავსებით სწორად გადაწყვიტეს, რომ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მე ვფიქრობ მარსელის მარცხი სპრინტის ადრე დაწყებაშია, სწორედ მან დაუშვა ტაქტიკური შეცდომა.

 

16 July 2016 103rd Tour de France Stage 14 : Montelimar - Villars-les-Dombes Parc des Oiseaux 1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data Photo : Yuzuru SUNADA

16 July 2016
103rd Tour de France
Stage 14 : Montelimar – Villars-les-Dombes Parc des Oiseaux
1st : CAVENDISH Mark (GBR) Dimension Data
Photo : Yuzuru SUNADA

 

საკმარისია სპრინტის მოწინავე შვიდეულის ჩამოთვლა რათა გავიგოთ თუ რაოდენ დიდია ასეთ თანავარსკვლავედში მიღწეული გამარჯვება: კავენდიში, კრისტოფი, საგანი, დეგენკოლბი, კიტელი, გრაიპელი, კუკარი! ისღა დაგვრჩენია, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ: მეფე დაბრუნდა!

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer