Header

ლო სქუალოს ვუელტა დაატოვებინეს

დრამატული გამოდგა ვუელტას მეორევე ეტაპი. დეტალებზე მოგვიანებით, ეხლა მხოლოდ მთავარი შედეგი.

შედეგი კი ის არის, რომ ყაზახურ ასტანაში მოასპარეზე ვინჩენცო ნიბალი რბოლიდან მოხსნეს. კომისარებმა გადაწყვეტილება ვიდეომასალაზე დაყრდნობით მიიღეს, რომელზეც ნათლად ჩანს თუ როგორ ეხმარება გუნდის ავტომობილი ლო სქუალოს.

nibali-600x399-1

 

რბოლაზე ფინიშამდე 30 კილომეტრით ადრე მოხდა დიდი ჩაქცევა რომელშიც მოყვა კიდეც იტალიის მოქმედი ჩემპიონი. შედეგათ ვინჩენცო ძირითად ჯგუფს ჩამორჩა და როგორც კადრებზე ჩანს დაწევაში ასტანის ტექნიკური დახმარების ავტომობილმა შეუწყო ხელი.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ კომისრებმა რბოლიდან გუნდის დირექტორი ალექსანდრე შეფერიც მოხსნეს, რომელიც იმ მომენტში მართავდა ავტომობილს.

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer