Header

ლეგენდების ტრიუმფი

ინდივიდუალური დროზე რბოლა უაღრესად სპეციფიური სახეობაა. აქ წარმატების მიღწევა უამრავ ნიუანსზეა დამოკიდებული და ურთულესია წლების მანძილზე სერიოზული კონდიციის შენარჩუნება. დიდ გუნდებშიც დიდათ ფასობს ასეთი ეგრეთ წოდებული ძრავის არსებობა.

მსოფლიო პელოტონში თიოთებზე ჩამოსათვლელია დროზე რბოლის ვარსკვლავები, ყოველი მათგანი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ მათ შორისაც არის უგამორჩეულესი, მსოფლიო პელოტონის ლეგენდა, მეტსახელად სპარტაკი (კანჩა) – ფაბიან კანჩელარა!

 

9 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Men Road ITT 1st : CANCELLARA Fabian (SUI) Trek - Segafredo Photo : Yuzuru SUNADA

9 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Road ITT
1st : CANCELLARA Fabian (SUI) Trek – Segafredo
Photo : Yuzuru SUNADA

 

მისი მიღწევების ცამოთვლა შორს წაგვიყვანადა, ნაწილობრივ ჩამოვთვლი, ოლიმპიური რბოლის გათვალისწინებით:

 

ოლიმპიური ჩემპიონი – 2 ირდ (ინდივიდუალური რბოლა დროზე) (2008, 2016);

მსოფლიო ჩემპიონი – 4 ირდ (2006, 2007, 2009, 2010);

ფრანგული ტური – 7 ეტაპი;

ესპანური ტური – 4 ეტაპი (მათ შორის 1 ირდ);

პარიზი–რუბე – 3 (2006, 2010, 2013);

მილანი–სან–რემო – 1 (2008);

სტრადე ბიანკე – 3 (2008, 2012, 2016);

ფლანდრიის ტური – 3 (2010, 2013, 2014)…

 

ფაბიანმა სეზონის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა და წელს ყველა რბოლა მისთვის დიდ ველოსპორტთან გამოსათხოვარია. ერთ ერთ მთავარ სტარტათ რასაკვირველია ოლიმპიური დროზე რბოლა მოიაზრებოდა. სეზონის მიზნებიდან გამომდინარე მას ხშირად შეუცვლია მომზადების მიმართულება, ინდივიდუალური სვლის დაქვეითების ხარჯზე მოუმატებია შედარებით იოლ აღმართებზე გამძლეობა, მაგრამ წელს მზადება აშკარად სპეციალიზაციის სასარგებლოთ ქონდა. ის ბოლო სეზონზე ტავისი სტატუსის დადასტურებას აპირებდა, ოლიმპიური რბოლა მიზანში ყავდა ამოღებული, ლონდონში ხო ჯგუფურ რბოლაში მიღებული ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, იმ რბოლაში სადაც ბოლო კილომეტრებამდე ფავორიტთა რიცხვში იყო. რიოს რბოლას არც სხვები უყურებდნენ გულგრილად. მთავარ ფავორიტად მაინც ახალგაზრდა ამბიციური ტომ დიუმულენი სახელდებოდა თუმცა როგორც გვახსოვს ტომმა ერთ ერთ ბოლო რბოლაში ტრავმა მიიღო და სავარაუდოთ გაუჭირდებოდა მაქსიმუმის ჩვენება. ასევე ფავორიტთა რიგებში მოიხსენებოდა ფრანგული ტურის წლევანდელი ტრიუმფატორი ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი. შეიძლება ითქვას ფაბიანი მაინც მეორე რიგის ფავორიტი იყო და რაოდენ გასახარია, როცა მან კარიერაში ბოლო ოლიმპიური რბოლა ტრიუმფით დაასრულა.

 

9 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Men Road ITT 1st : CANCELLARA Fabian (SUI) Trek - Segafredo Photo : Yuzuru SUNADA

9 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Road ITT
1st : CANCELLARA Fabian (SUI) Trek – Segafredo
Photo : Yuzuru SUNADA

 

სასტარტო მონაკვეთი ბრწყინვალედ გაიარა, შემდეგ ტემპი შეაჩერა და ბოლო სამ მონაკვეთზე როგორც ჩვევია უმატა. შედეგათ სპარტაკმა ვერცხლის მედალოსან ტომ დუმულენს 47 წამით აჯობა. განსაკუთრებული აღმოჩნდა ბრინჯაოსათვის ბრძოლა. აქ სამმა მრბოლელმა, კრისტოფერ ფრუმმა, ესპანელმა ჯონათან კასტროვიეხომ და ავსტრალიელმა როჰან დენისმა თითქმის ერთნაირი დრო აჩვენეს. შესაბამისად მათ შორის სხვაობამ მხოლოდ ოთხ–ოთხი წამი შეადგინა, თავად ფრუმმი კი ტომს 15 წამით ჩამორჩა და როგორც ვთქვი ბრინჯაოს დასჯერდა. რო არა ბოლოს სტარტი შესაძლოა ფრუმმის ეს ვერც მოეხერხებინა, მან ყველა მისი მეტოქის დრო იცოდა. გამარჯვებულს დრო კი 54,5 კილომეტრიან ტრასაზე 1:12:15 იყო.

 

9 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Men Road ITT 1st : CANCELLARA Fabian (SUI) Trek - Segafredo 2nd : DUMOULIN Tom (NED) Giant - Alpecin 3rd : FROOME Christopher (GBR) Sky Photo : Yuzuru SUNADA

9 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Road ITT
1st : CANCELLARA Fabian (SUI) Trek – Segafredo
2nd : DUMOULIN Tom (NED) Giant – Alpecin
3rd : FROOME Christopher (GBR) Sky
Photo : Yuzuru SUNADA

 

 

არანაკლები მოლოდინი იყო ქალბატონთა ინდივიდუალური რბოლის მიმართ. აქ ასევე ლეგენდარული სპეციალისტი, ამერიკელი კრისტინ არმსტრონგი გამოდიოდა. თვალსაჩინოებისათვის კრისტინის მიღწევებსაც გადავხედოთ, ის უკვე სამგზის ოლიმპიური (2008, 2012, 2016) და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია (2006, 2009).

 

9 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Women Road ITT 1st : ARMSTRONG Kristin (USA) Photo : Yuzuru SUNADA

9 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Road ITT
1st : ARMSTRONG Kristin (USA)
Photo : Yuzuru SUNADA

 

წვიმიან ამინდში რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. კრისტინმა მხოლოდ ხუთი წამით აჯობა რუს ოლგა ზაბელინსკაიას და თერთმეტით ჰოლანდიელ ანა ვან დერ ბრეგენს. დიახ ეს ის ანაა ვინც რიოს ჯგუფური ოქრო მოიგო.

 

9 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Women Road ITT 1st : ARMSTRONG Kristin (USA) 2nd : ZABELINSKAYA Olga (RUS) 3rd : VAN DER BREGGEN Anna (NED) Photo : Yuzuru SUNADA

9 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Road ITT
1st : ARMSTRONG Kristin (USA)
2nd : ZABELINSKAYA Olga (RUS)
3rd : VAN DER BREGGEN Anna (NED)
Photo : Yuzuru SUNADA

 

ეს დიდი მიღწევაა ველოსპორტში შოსეზე ორივე სახეობაში პოდიუმი.

 

9 August 2016 2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL) Women Road ITT 3rd : VAN DER BREGGEN Anna (NED) Photo : Yuzuru SUNADA

9 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Road ITT
3rd : VAN DER BREGGEN Anna (NED)
Photo : Yuzuru SUNADA

 

ასე ტრიუმფალურად დაასრულეს ოლიმპიური კარიერა უნდივიდუალური სვლის ლეგენდებმა!

 

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer