კირი გრანდებს შეუერთდა
რიჩმონდში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე კარიერაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ელიტური მრბოლელიდან გრანდების ჯგუფში ამაღლდა
ბელორუსი ვასილი კირიენკო!
მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელიანი მაისური სანუკვარია ნებისმიერი ველომრბოლელისათვის და დიდად სასიხარულოა როცა ამას ასეთ უპრესტიჟულეს სახეობაში, როგორიცაა ინდივიდუალური რბოლა დროზე, მსოფლიო პელოტონის მსგავსი უღირსეულესი წევრი მოიპოვებს!
ინდივიდუალურ დროზე რბოლაში შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი სერ ბრედლი უიგინსისა და ლეგენდარული, თუმცა ამ ტიტულის კიდე ერთხელ მოსაპოვებლად რამოდენიმე წელია მოტივაცია დაკარგულ შვეიცარიელ ფაბიან კანჩელარას არ ყოფნის პირობებში მთავარი ფავორიტი არანაკლებ ღირსეული გერმანელი ტონი მარტინი იყო. ვუელტაზე მრავალი ხმაურის გამომწვევი ჰოლანდიელი ტომ დიუმულენიც ბრძოლისუნარიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. თუმცა რბოლის შედეგად ერთი და მეორეც გამარჯვებულიდან წუთის მიღმა აღმოჩნდნენ. ძირითადი ბრძოლა ბელორუსს და იტალიელს შორის გაიმართა და ამჯერად კირის მრავალწლიანი დაუღალავი ღვაწლი დაუფასდა – ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
კირიმ რბოლის მთელი დისტანცია თანაბრად გავნვლო და მხოლოდ ბოლო აღმართზე შეძლო მის დროსთან ასე მიახლოება იტალიელმა სპეციალისტმა, თუმცა მეტი მანაც ვერ გაახერხა ცხრა წამიან ჩამრჩენაზე დარჩა. ბრჭყინვალე დღე ქონდათ ფრანგ ჟირომ კოპელს და დასანან ხის, მეოთხე მედლის პოზიციაზე, პოდიუმიდან სამი წამის მანძილზე დაშორებულ ესპანელ ჯონათან კასტროვიეხოს. თავის კლასი დაადასტურეს მარტინმაც და დიუმულენმაც, თუმცა არამგონია ეს მათთვის დიდატ სანუგეშო ყოფილიყო.
აღსანიშნავიოა რომ ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონობა პინარელო ბოლიდზე ამხედრებულმა მრბოლელმა მოიპოვა. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ვერ ვაქცევთ სატანადო ყურადღებას ჩვენს რესურსზე ველოტექნიკას, თუმცა ეს განზრახული გვაქვს და უახლოეს მომავალში ამ თემების განხილვასაც დავიწყებთ. დღეს კი წარმოგიდგენთ პინარელო ბოლიდს ბრძოლის ველზე.
რიჩმონდის მსოფლიო პირველობის ელიტური ინდივიდუალური რბოლა დროზე მამაკაცთა შორის – სრული რეპორტაჟი.
28 საათიღაა დარჩენილი ხვალინდელ ელიტურ ჯგუფურ რბოლამდე მამაკაცთა შორის!
Featured image: Yuzuru SUNADA
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA