Header

კეირინი

კერინი (იაპონურიდან 競輪 / ケイリン) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში აღმოცენებული სატრეკო სახეობაა.

დაახლოებით 2 კილომეტრიანი რბოლა თავდაპირველად ლიდერს (მგეზავი, ტემპის მიმცემი) მიყვება, რომელიც თანმიმდევრულად კრებს სიჩქარეს 25–დან 50 კმ/სთ–მდე და ფინიშამდე 600–700 მეტრით ადრე ტოვებს სარბოლო ზონას. მგეზავი ეგრეთ წოდებულ დერნიზე (ელეკტრო ველოსიპედი) ზის, რომელსაც სახელი მისი კონსტრუკტორის, ფრანგი როჟე დერნის (Roger Derny) პატივსაცემად ქვია.

გამარჯვება ფინიშის ხაზზე პირველს ერგება. ტრეკის სიგრძიდან გამომდინარე შეიძლება მიმდინარეობდეს 8, 6 ან 5 წრე (250 მეტრიანი სარბოლო ოვალი – 8 წრე, 333–იანი – 6, 400–იანი 5).

იუსიაი–ს (UCI) ვაჟთა მსოფლიო პირველობების პროგრამაში 1980 წლიდან გვხვდება, ხოლო ქალბატონებში 2002–დან.

 

ავტორის შესახებ

მსგავსი სიახლეები

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer