კარიერის მთავარი მწვერვალი
გუშინ რიჩმონდში წლის მთავარი ერთდღიანი რბოლა შედგა. მამაკაცთა ელიტა ცისარტყელიანში შესამოსად დაიძრა. რბოლის დასასრული ნამდვილად ჟანრის კლასიკაში შევა. გვიანი შეტევით, საქმე ფინალურ სპრინტამდე არ მიიყვანა მსოფლიო პელოტონის უკოლორიტულესმა და უნიჭიერესმა მრბოლელმა, სლოვაკმა პიტერ საგანმა.

პიტერ საგანის გადამწყვეტი კონტრშეტევა. ამ დროს მან კარგად იცის, რომ საფინიშო სპრინტის შანსები მკვეთრად დაიმდაბლა ეხლა სრული სვლით უნდა იაროს Photo: CorVos
პიტერი ბოლოს წინა აღმართზე თავს იცავდა, ბოლოზე კონტრშეტევით დაღმართი პირველი პოზიციიდან დაიწყო და სწორედ ამ დაღმართზე საფირმო აეროდინამიური გრუპირებით დაეშვა. სწორედ ამ დაშვებამ შეუქმნა უპირატესობა რომლის დაძლევაც ვეღარავინ მოახერხა.
მნიშვნელოვანი პოდიუმი გაახერხეს ავსტრალიელმა მაიკლ მეთიუსმა და ლიტველმა რამუნას ნავარდაუსკასმა.
მსოფლიო ჩემპიონი ამერიკულ სპეციალაიზედზე (Specialized S-Works Tarmac) გახლდათ ამხედრებული, რაც ცნობილი ბრენდის მორიგი დიდი წარმატებაა.
2015 წლის მსოფლიო პირველობა, რიჩმონდი. მამაკაცთა ელიტური ჯგუფური რბოლა.
[youtube height=”HEIGHT” width=”WIDTH”]https://www.youtube.com/watch?v=wE6bwxpJv1Y[/youtube]
Featured image: Tim de Waele/TDWSport.com
Inside post thumbnail image: Tim de Waele/TDWSport.com
editor's pick
latest video
news via inbox
Nulla turp dis cursus. Integer liberos euismod pretium faucibua