საიუბილეო ვუელტა ისტორიის კუთვნილებაა
ეპიკურ მეოცე, ბოლოს წინა, ეტაპს ყველა კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ტრადიციად ქცეულ გრანდ ტურების ბოლო, საზეიმო, მეგობრულ ეტაპებზე მხოლოდ უპრესტიჟულესი დასკვნითი სპრინტი თამაშდება ხოლმე, უპრესტიჟულესი იმიტომ, რომ აქ სამ კვირის განმავლობაში მთებზე გადმოსული სპრინტერები იბრძვიან. ნამდვილად გულნაკლულები ვიქნებოდით თუ წლევანდელ ვუელტას მისი წინა წლების გმირი გამარჯვების გარეშე დატოვებდა, მას ხომ აქამდე 9 ეტაპი ქონდა აღებული, წელს ვერა და ვერ გამოძებნა საფინიშო სპრინტზე გამარჯვების მომტანი პოზიცია თუ რიტმი და აი ბოლო შანსი ქონდა. სასიხარულოა რომ ჯონ დეგენკოლბმა ეს შანსი გამოიყენა და მეათე საიუბილეო ეტაპიც სწორედ მადრიდში მიითვალა!
ასე იყო ამჯერადაც, თუმცა იყო კიდე ერთი ჯილდო რომლის მფლობელის ვინაობაც წინა ოც ეტაპზე არ გამოვლინდა, ეს მწვანე მაისურია. ზოგადად გრანდ ტურების მაისურებზე სხვა დროს, ეხლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვუელტას მწვანე მაისური (MAILLOT VERDE) სპეციფიურია და ტრადიციულ სპრინტერულს ვერ ვუწოდებთ, ის ქულებით გამარჯვებულს ენიჭება, ეს ქულები შემდეგ ნაირად ნაწილდება: ეტაპებზე პირველ თხუთმეტს 25– 20–16–14–12–10–9–8 და ასე თანმიმდევრობით 1 ქულამდე და თითო შუალედური სპრინტი თითო ეტაპზე 3 გამარჯვებულზე 4–2–1 ქულა შესაბამისად. რბოლის ალტიმეტრიული მახასიათებლები სპრინტერების ამ ნომინაციაში გამარჯვების შანსებს მინიმალურადაც კი არ ტოვებს, ასევე ასეთ პირობებში შუალედური სპრინტის მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია. თუმცა ამჯერად ისე მოხდა, რომ სწორედ ბოლო, მეგობრობის ეტაპზე, ნომინაციაში პირველ ორ ადგილზე მდგომ ესპანელებს სულ ორი ქულა ყოფდათ და მდევრის როლში მყოფი ალეხანდრო ვალვერდე სულაც არ აპირებდა მშვიდად დაეთმო ეს საპრიზო ნომინაცია. ასეც მოხდა ალეხანდრომ იბრძოლა და გახადა კიდეც მწვანე შესამოსელი ხოაკიმ (პურიტო) როდრიგესს. მრბოლელტა სპეციალიზაციას თუ გავიტვალისწინებთ, პურიტოს შანსები აქ მინიმალურიც კი არ იყო.
Featured image: Yuzuru SUNADA (2015 წლის ვუელტას პოდიუმზე: ხოაკიმ როდრიგესი, ფაბიო არუ, რაფალ მაიკა)
Inside post thumbnail image: Tim De Waele/TDWsport.com (2015 წლის ვუელტას ტრიუმფატორი იტალიელი ფაბიო არუ ყაზახური ასტანიდან)