ისტორიული დღე ბრიტანულ ველოსპორტში
ოლიმპიადის სატრეკო პროგრამის ბოლო დღეს მედალთა სამი კომპლეკტი გათამაშდა და 16 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერება ბრიტანული ველოსპორტის ისტორიაში.
სამედლო რბოლების რიგი ქალბატონთა ომნიუმის მეექსვე სახეობით გაიხსნა. ქულებზე რბოლის წინ მთავარ ფავორიტს, ბრიტანელ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლორა ტროტს კომფორტული უპირატესობა ქონდა. ძირითად კონკურენტებთან წინა ხუთი სახეობისას დაგროვილი 24 ქულიანი უპირატესობა მას ტაქტიკური არჩევანის მრავალფეროვან სპექტრში სასურველის მოძების საშუალებას აძლევდა. როგორც რბოლამ გვაჩვენა მთავარი არჩეულ ტაქტიკაში იყო ლორას არ გაეშვა ერთი წრის მოსაგებათ ძირითადი კონკურენტები და ამასთან ქულათა მომატების შესაძლებლობები გამოეყენებინა. უნდა ითქვას ლორამ ბრწყინვალედ გაართვა თავი და რბოლის არცერთ მონაკვეთში არავის არანაირი ეჭვი არ გაჩენია მის წარმატებაში.

15 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Omnium Scratch Race 16
TROTT Laura (GBR)
D’HOORE Jolien (BEL)
Photo : Yuzuru SUNADA
ლორას ბრწყინვალე გამოსვლა ისტორიული შედეგით დაგვირგვინდა, მან კარიერაში მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა და ისტორიაში ასეთი მონაგარის მქონე პირველი ბრიტანელი ქალბატონი გახდა!

16 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Omnium Points Race 66
1st : TROTT Laura (GBR)
2nd : D’HOORE Jolien (BEL)
3rd : HAMMER Sarah (USA)
Photo : Yuzuru SUNADA
შემდეგ ჯერი სპრინტერ ქალბატონებზე დადგა. აქ ორივე სამედლო ფინალში თითო ბრიტანელი მოხვდა. ბრინჯაოსთვის სპრინტი დამაჯერებლად მოიგო ახალგაზრდა შოტლანდიელმა კეტი მარჩანტმა. კეტის გამარჯვებამ ცხადყო რო არცერთი ბრიტანელი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოთ არ დაბრუნდება სამშობლოში.

16 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Sprint Finals
1st : VOGEL Kristina (GER)
2nd : JAMES Rebecca (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA
ოქროს ფინალში გამოცდილმა გერმანელმა, კრისტინა ვოგელმა უშანსოდ დატოვა ბეკი ჯეიმსი და ლონდონში მოპოვებულ ოქროს გუნდურ სპრინტში რიოს პირადიც დაუმატა.

16 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Women Sprint
1st : VOGEL Kristina (GER)
2nd : JAMES Rebecca (GBR)
3rd : MARCHANT Katy (GBR)
Photo : Yuzuru SUNADA
ბოლო მედალთა კომპლეკტი მამაკაცთა კეირინში გათამაშდა. რბოლაში ორი ფალსტარტი დაფიქსირდა, მსაჯთა გადაწყველილებით ორივე რესტარტზე ყველა სპორტსმენი იქნა დაშვებული, თუმცა სანამ ამას გამოაცხადებდნენ ტემპერატურამ ველოტრეკზე პიკს მიაღწია. საბოლოოდ მესამე სტარტი შედეგიანი გამოდგა.

16 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Keirin Finals
1st : KENNY Jason (GBR)
2nd : BUCHLI Matthijs (NED)
3rd : AWANG Azizulhasni (MAS)
4th : PUERTA Fabian Hernando (COL)
Photo : Yuzuru SUNADA
მართალია რბოლა უაღრესად ნერვიული იყო მაგრამ ბრიტანელმა ჯეისონ კენიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

16 August 2016
2016 Summer Olympics (Rio de Janeiro, BRAZIL)
Men Keirin
1st : KENNY Jason (GBR)
2nd : BUCHLI Matthijs (NED)
3rd : AWANG Azizulhasni (MAS)
Photo : Yuzuru SUNADA
ჯეისონის გამარჯვება განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იქნა მიღწეული რითაც მისი ფასი უდაოდ გაათმაგდა. ეს წნეხი მედლის ისტორიულობით იყო გამოწვეული. ეს ჯეისონის მეექვსე ოქროა ოლიმპიურ თამაშებზე რითაც მან ლეგენდარული სერ კრის ჰოის შედეგი გაიმეორა.
დასკვნის გასაკეთებლათ სატრეკო მედალთა განაწილების ცხრილს შემოგთავაზებთ, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანელთა დომინაციას მორიგ ოლიმპიურ თამაშებზე, რამაც უკვე დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია ველოსამყაროში.
ადგილი | ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | სულ |
---|---|---|---|---|---|
1 | დიდი ბრიტანეთი | 6 | 4 | 1 | 11 |
2 | ნიდერლანდები | 1 | 1 | 0 | 2 |
3 | გერმანია | 1 | 0 | 1 | 2 |
4 | ჩინეთი | 1 | 0 | 0 | 1 |
4 | იტალია | 1 | 0 | 0 | 1 |
6 | აშშ | 0 | 2 | 0 | 2 |
7 | ავსტრალია | 0 | 1 | 1 | 2 |
7 | რუსეთი | 0 | 1 | 1 | 2 |
9 | ახალი ზელანდია | 0 | 1 | 0 | 1 |
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.
editor's pick
latest video
news via inbox
Nulla turp dis cursus. Integer liberos euismod pretium faucibua