ვუელტამ პირენეები გაიარა
გასულ დღეებში ვუელტამ სამ ეტაპიანი ურთულესი სამთო მონაკვეთი გაიარა.
საკმარისია ამ ეტაპების ალტიმეტრიებს გადავხედოთ რათა დავრწმუნდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ეტაპებზე მოპოვებული წამები გენერალური კლასიფიკაციისათვის ბებრძოლ მთამსვლელთათვის. სწორედ აქ უნდა მოეპოვებინა მათ გადამწყვეტი უპირატესობა სხვა სპეციალიზაციის მქონე მრბოლელთა წინაშე და შესაძლებლობისდაგვარად მოეწყოთ შიგა გარჩევაც.
[gdl_gallery title=”ვუელტა 2015 – სამი სამთო ეტაპის ჯაჭვი” width=”100″ height=”50″ galid=”3″ ] [tab] [tab_item title=”XIV ეტაპი”]


წლევანდელი ვუელტა რბოლის ორგანიზატორებმა საკმაოდ სპეციფიური გახადეს. უკვე ვწერდით, რომ იუბილარ გრანდ ტურზე ცხრა ახალი სამთო საფინიშო აღმართი დაიგეგმა. მათ უმრავლესობას ამშვენებს 20%–იან გრადიენტს მიახლოებული მონაკვეთები, რომელთა დაძლევაც თვით გამორჩეულ მთამსვლელთა შორისაც კი ცალკე განსაკუთრებულ თვისებათ ითვლება, თვისებათ რომელიც თუ ასეთი მონაკვეთი საფინიშო ზონაშია, მათ განსაკუთრებულ უპირატესობას აძლევს რათა ყოველი ასეთი ფინიშის დროს მოიპოვონ ცოტა მაინც უპირატესობა. თუ დაუმატებთ ეტაპზე გამარჯვებისათვის დამატებით 10 წამიან ბონიფიკაციას ცხადია, რომ ორგანიზატორებმა თავიდანვე გაზარდეს სერიოზულ გრადიენტებზე და საფინიშო აღმართებზე გამორჩეულ ველომთამსვლელთა შანსები.
თუმცა მათ მშვიდი ძილი რო არ ქონოდათ სამეტაპიანი სამთო მონაკვეთი მეორე კვირის ბოლოს დაიგეგმა, რომელსაც დასვენების დღის შემდეგ მოზდევს სუპერ ეტაპი – თითქმის 39 კილომეტრიანი ინდივიდუალური რბოლა დროზე!
პირინეების ჯაჭვის მთავარი კითხვა სწორედ ამაში იყო, მოიპოვებდნენ თუ არა მთამსვლელები გადამწყვეტ უპირატესობას აქამდე გენერალურ კლასიფიკაციაში სერიოზულ პოზიციებზე მყოფ ახალგაზრდა უნიჭიერეს ჰოლანდიელ ტომ დიუმულენზე. ტომი ხომ შარშანდელ მსოფლიო პირველობაზე ამ სახეობაში პოდიუმზე ავიდა და ვისთან ერთად, ამ სპეციალიზაციის ნამდვილ კორიფეებთან სერ ბრედლი უიგინსსა და ტონი მარტინთან ერთად.

ტონი მარტინი, სერ ბრედლი უიგინსი და ტომ დიუმულენი პონფერადაში 2014 წლის მსოფლიო პირველობის პოდიუმზე დროზე ინდივიდუალურ რბოლაში Photo: cyclingweekly.co.uk
სპეციალისტთა შორის ძირითადად ორი ვარიანტი განიხილებოდა. ყველაზე მარტივი და ნაკლებად მოსალოდნელი ის, რომ ტომი ვერ გაძლებს სამდღიან სამთო მარათონზე, სადღაც მაინც ექნება კრიზისი და საერთოდ გამოეთიშება გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა რიგებს. მეორე, ბუნებრივია თავდაცვით ტაქტიკას აირჩევს, ის აუცილებლად დათმობს, მაგრამ დროის რა მონაკვეთი იქნება მასსა და მთამსვლელთა შორის. რა უპირატესობა ჭირდება მთამსვლელებს რათა ინდივიდუალური რბოლის წინ თავი კომნფორტულად იგრძნონ. თუ გავითვალისწინებთ ორ კვირიან უდიდეს დატვირთვას ტომის უპირატესობა მცირდება, თუმცა მე ვფიქრობ კომფორტული ზონა მის წინაშე მთამსვლელთათვის 2 წუთს უნდა აღმატებოდა. იქნებ დროებითი სტრატეგიული პაკტიც იყო საჭირო მთამსვლელთა გუნდებს შორის (კატიუშა, ასტანა, ტინკოფ–საქსო, მუვისტარი). ყველანი ტომის წინაარმდეგ და მათ შორის საბოლოო გარჩევა ბოლო ცალკე მდგომ სამთო მეოცე ეტაპზე. თუმცა ამ ეტაპზე ფინიში დაღმართზეა ვფიქრობ ეს პაკტი არ შედგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამივე ეტაპზე, გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლებმა საქმე ბოლო კილომეტრებამდე მიიყვანეს სადაც თავისი უპირატესობა ხოაკიმ როდრიგესმა (პურიტო) გამოიყენა, ერთი ეტაპიც მიითვალა და რბოლის ლიდერის წითელშიც შეიმოსა. ასტანელ ფაბიო არუ შეეცადა დანაკარგების მინიმიზირებას, მეთექვსმეტე ეტაპზე განსაკუთრებულად გაუჭირდა და სწორედ მაშინ დატმო წითელი მაისური თუმცა პურიტოს მხოლოდ ერთი წამით ჩამორჩება. პოდიუმის შანსები შეინარჩუნა პოლონელმა რაფალ მაიკამაც თუმცა ის ხსენებულ დიუმულენს მხოლოდ 16 წამით უსწრებს რაც რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება დაძლეული. სამთო მონაკვეთზე იმედგაცრუება მუვისტარმა გვაგემა, ვერც დიდი კოლუმბიელი ნაირო კინტანა და ვერც დიდი ესპანელი ალეხანდრო ვალვერდე ვერ აღმოჩნდნენ კონკურენტუნარიანები. მათ ასკარად ეტყობათ ფეხებში განვლილი საფრანგეთის ტური. თუმცა წინ მესამე კვირაა და ერთიც და მეორეც ჯერ კიდე ხელმისაწვდომ მანძილზე არიან, შესაბამისად 3:11 და 3:58–იანი ჩამორჩენით ლიდერიდან.
ხვალ დიდ კითხვას გაეცემა პასუხი, რა ინტრიგა იყო ჩადებული მესამე კვირის ასეთი დასაწყისის დაგეგმვით.
გენერალური კლასიფიკაცია მესამე კვირის წინ კი ასე გამოიყურება
[accordion] [acc_item title=”1. ხოაკიმ როდრიგესი (კატიუშა) 67:52:44″]
კატალონიელი ხოაკიმ (პურიტო) როდრიგესის რუსული კატიუშიდან წითელი მაისურის მომტანი შეტევა ვუელტას მეთექვსმეტე ეტაპზე Photo: Tim De Waele/TDWsport.com

იტალიელი ფაბიო არუ ყაზახურ ასტანიდან ვუელტას მეთხუთმეტე ეტაპზე Photo: Graham Watson/cyclingweekly.co.uk

პოლონელი რაფალ მაიკა რუსული ტინკოფ–საქსოდან ვუელტას მეთერთმეტე ანდორულ ეტაპზე Photo: Luca Bettini/BettiniPhoto

ჰოლანდიელი ტომ დიუმულენი ჰოლანდიური გიანტ–ალპეცინიდან მეთექვსმეტე ეტაპის ბოლო აღმართზე გადადის თავის ტემპზე Photo: Graham Watson/cyclingweekly.co.uk

დიდი კოლუმბიელი ნაირო კინტანა ესპანურ მუვისტარიდან პურიტოს ბორბალზე ვუელტას მეთექვსმეტე ეტაპზე Photo: Tim De Waele/TDWsport.com

ესპანელი ალეხანდრო ვალვერდე ესპანურ მუვისტარიდან ვუელტას მეთოთხმეტე ეტაპზე ლიდერობს რა უახლოეს მდევართა ჯგუფს ინარჩუნებს პოზიციებს (თუმცა იმ მომენტში ფიქრობ რას შვება ალეხანდრო? მას ხომ ტომი მიყავს წინ გაჭრილ სხვა მთამსვლელებისაკენ, მათ შორის თანაგუნდელ კოლუმბიელისაკენ) Photo: Yuzuru SUNADA
ნუ მიწყენენ კლასიფიკაციაში მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ადგილოსნები. ისინი მხოლოდ ათეულში თავის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ჩვენ კი პოდიუმს დამიზნებულებს ვარჩევთ!
მეთექვსმეტე ეტაპი პელოტონში
[youtube height=”HEIGHT” width=”WIDTH”]https://www.youtube.com/watch?v=ZAk2O26k5f4[/youtube]
მეთექვსმეტე ეტაპის ღირშესანიშნავი მომენტები, ამავე არხზე შეიძლება სრული ეტაპის ნახვა
[youtube height=”HEIGHT” width=”WIDTH”]https://www.youtube.com/watch?v=psZ4A3QJw7M[/youtube]
editor's pick
latest video
news via inbox
Nulla turp dis cursus. Integer liberos euismod pretium faucibua