ვუელტას მეორე ეტაპი
წლევანდელი ვუელტას მეორე ეტაპი იმდენად ეპიკური გამოდგა, რომ აქ მომხდარი ამბები ერთ კვირასაც ეყოფოდა განსახილველად.
ჯერ კარგი ვთქვათ. ყოველთვის სასიხარულოა როცა ახალგაზრდა მრბოლელი იმედებს ამართლებს, მით უფრო თუ ეს გრანდ ტურზე ხდება და მით უმეტეს როცა ეს გამართლება ეტაპის აღებით მიაღწია! და ეს ყველაფერი გაბრწყინებული რბოლის ლიდერის წითელი მაისურის შემოსვით! ალბათ ამ ყველაფერზე ერთად არც კი უოცნებია. იცნობდეთ – კოლუმბიელი იოხან ესტებან ჩავესი ავსტრალიური ორიკა გრინეიჯიდან!
მისი სახით, გუშინ კიდე ერთი კოლუმბიური ვარსკვლავი გამოჩნდა მსოფლიო პელოტონის ცაზე
მანამდე კი, ფინიშამდე ოცდაათი კილომეტრი იყო დარჩენილი როცა რბოლაში დიდი ჩაქცევა მოხდა
საბოლოოდ ამ ჩაქცევამ ყველაზე მეტად ყაზახურ ასტანას ავნო. გარდა ვინჩენცო ნიბალის რბოლიდან მოხსნისა, დღეს რბოლა ვეღარ გააგრძელა პაოლო ტირალონგომ. მისი ტრავმა რბოლისათვის შეუთავსებელი გამოდგა.