ეპოქის დასასრული
მრავალი ჟამი გალეულა ბოლო პუბლიკაციიდან, მრავალმა წყალმა ჩაიარა მარადიული რიონის კალაპოტში. როგორი ცვალებადია მისი ხასიათი, ხან აზვირთებული ტალღების წარღვნისეული აჩრდილი შთანთქავს დასაბამისიერ თეთრ ქვებს, ხანკი ნაკადულის მომწვანმოლურჯო ნიღაბ აფარებული უკვე მერამდენედ შემოხაზავს მათ თითოეულ ნაოჭს რათა კიდე ერთხელ ხოტბა შეასხას დროსა და სიბრძნეს. ნაოჭი ხომ სწორედ დროსა და სიბრძნეზე მიგვანიშნებენ მოხლმე.
ჩვენდა სამწუხაროდ ვერადავერ ვერ მოხერხდა “ველორბოლას” გასართობი ჰობის მდგომარეობიდან პროფესიონალურ საინფორმაციო საშუალებათ ჩამოსაყალიბებელ გზაზე გადაყვანა. თუმცა განზრახვაზე ხელის აღებას არ ვაპირებთ და იმედია სწორედ ეს პუბლიკაცია აღმოჩნდება წყალგამყოფი ხიდი, გინდა გზაჯვარედინი, რომელთა გავლის შემდეგაც დაიწყება ჩვენი რესურსის ისტორიაში ახალი თავის დაწერა.
დღეც ისტორიული შევარჩიეთ, ვუელტა 2017-ის სტარტი. რით გამოირჩევა ასე სეზონის მესამე გრანდ ტური? 1935 წლიდან, წელს 72-ე სტარტს ვნახავთ. იტალიურმა და ფრანგულმა სამკვირიანებმა ხომ მეტიც, მეასეს ზღვარიც გადაკვეთეს უკვე. და მაინც ისტორიული? კი ყველა გრანდ ტურის სტარტი ისტორიულია თუმცა წლევანდელი ვუელტა მაინც განსაკუთრებულად ჩაიწერება ველოსპორტის ისტორიაში.
ეს ვუელტა ეპოქის დასასრულია, ეპოქისა რომელსაც ალბერტო კონტადორი (ელ პისტოლერო El Pistolero) ჰქვია.
ლეგენდარულმა ესპანელმა, ბოლო წარუმატებელი ფრანგული ტურის ფონზე, ჯერ კიდე 7 აგვისტოს განაცხადა, რომ ვუელტა 2017 მისი დასკვნითი რბოლაა.
ველოსამყარო დღეს დაიწყებს ალბერტოსთან დამშვიდობებას.
ნიშანდობლივია ორგანიზატორთა გადაწყვეტილებაც, რომ ელ პისტოლერო ვუელტაზე პირველი ნომრით იასპარეზებს!
ეხლა ამაზე შევჩერდებით და მთელ ამ სამ კვირას ჩვენც ალბერტოსთან დამშვიდობებას მოვანდომებთ, დამშვიდობებას ისეთი რბოლის დროს რომლის შემადგენლობაც ეპოქის დასასრულის სადარია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.