Previous Story
დღეიდან დიდ რაგბს სამშობლო ისტუმრებს
Posted On 18 Sep 2015
Comment: 0
ოთხ საათზე ოდნავ მეტი და ლონდონში სტარტს აიღებს მსოფლიო მერვე სარაგბო პირველობა.
წინა პირველობებზე სამხრეთელმა გრანდებმა ორ–ორჯერ მოიპოვეს სანუკვარი გამარჯვება, ევროპელთაგან მხოლოდ რაგბის ფუძემდებლებმა შეძლეს ერთხელ უილიამ უებ ელისის თასის სახში წამობრძანება და აი საკუთარ კედლებში ინგლისი შეეცდება თასი შინ დაიტოვოს.
წინა წლებში ჩემპიონებს გადავხედოთ:
- 1987 – ახალი ზელანდია
- 1991 – ავსტრალია
- 1995 – სამხრეთ აფრიკა
- 1999 – ავსტრალია
- 2003 – ინგლისი
- 2007 – სამხრეთ აფრიკა
- 2011 – ახალი ზელანდია
სასტარტო მატჩში მასპინძლები მფრინავ ფიჯელებს დაუხვდებიან