დიდი ბატალია პიენა კაბარგაზე
დასვენების დღის შემდეგ ყოველთვის რთულია, სარბოლო რიტმის თავიდან დაჭერა სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს თუ ეტაპი ისეთ აღმართზე ფინიშით გვირგვინდება როგორიც არის პიენა კაბარგა!
პიენა კაბარგა (კანტაბრია, ესპანეთი) – კატეგორია 1, სიმაღლე ზღვის დონიდან 565 მეტრი, 5.6 კილომეტრი სიგრძე, საშუალო გრადიენტით 9.8% (მაქს. 18%), ეტაპის სრული დისტანცია 168.6 კილომეტრი;
გუშინდელი ასვლა სულ მეხუთე იყო ვუელტას ისტორიაში, ძირითადად 2010 წლის შემდეგ იგეგმება, როცა ესპანელთა სათაყვანებელმა პურიტომ (ხოაკიმ როდრიგესმა) იზეიმა გამარჯვება. 2013–ში დიდმა ბელორუსმა, ვასილი კირიენკამ იმარჯვა, შორეულ 1979–ში კი ესპანელმა ანხელ ლოპეს დელ ალამომ.
მაგრამ პენია კაბარგა ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც ფრუმის აღმართი, 2011–ში სწორედ აქ მოიპოვა მან კრისმა ერთ ერთი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება, სწორედ აქ გაიცნო ის ველოსამყარომ.
რასაკვირველია ეტაპს ყველა მოუთმენლად ელოდა და ყველა მოლოდინი გამართლდა, ბოლო ასვლა ისტორიაში დარჩება როგორც ერთ ერთი ყველაზე მწვავე პაექრობა დიდებს შორის.
არადა შეიძლება ასე არც მომხდარიყო, რო არა ტინკოვის დაწინაურებულების არ გაშვებასთან დაკავშირებული ნამუშევარი. როცა მათი უპირატესობის ზრდის დინამიკა მკვეთრად გაიზარდა და ცხადი გახდა, რომ მუვისტარი მზად იყო ეტაპი ორად გაყოფილიყო ტინკოვმა პელოტონის ლიდერობა ითავა და ძირითად აღმართზე ასვლამდე ჯგუფი ეტაპისათვის საბრძოლო ვითარებაში მიიყვანა. მხოლოდ ეს არ იყო შეთავაზებული ტემპის მიზეზი, რასაკვირველია ტინკოვი მოწინააღმდეგეთა ექსტრემალური ტემპის პირობებში ყოფნით მათ კონდიციებზეც მოქმედებდა და ქარიან მონაკვეთებში ეშელონების წარმოშობის ალბათობასაც ზრდიდა.
ასე მივიდნენ გრანდები ტინკოვის წყალობით პიენა კაბარგასთან ეტაპის მოგების რეალური შანსებით და ასვლაც დაიწყო.
მთავარი მოვლენები ბოლო ორ კილომეტრზე განვითარდა. ფინიშამდე 1800 მეტრით ადრე ხუან ესტებან ჩავესმა შეუტია, მისი შეტევა იმდენად მკვეთრი იყო რომ ადვილად მოიპოვა უპირატესობა, რომელმაც ბოლო კილომეტრის ნიშნულთან თითქმის 15 წამს მიაღწია.
ნიშნული ლიდერებმა ლეოპოლდ კიონიგის წინამძღოლობით გაიარეს, მოგვიანებით ალეხანდრომ მოუმატა და ჩავიტოს უპირატესობამ კლება დაიწყო.
დადგა კაპიტნების ჯერი, ნაირომ შეუტია მას ფრუმმი მიყვა, ალბერტოც შეფერხებით. ვფიქრობ ლეოპოლდის მოძრაობამ ამ დროს კონტადორს ხელი შეუშალა, მართალია მან ტემპი აკრიბა მაგრამ ეს ძალისხმევა დაუგეგმავი ხარჯი იყო რომელიც მისთვის გადამწყვეტი გამოდგა.
ფინიშამდე 600 მეტრიღა იყო დარჩენილი ნაირო და კრისტოფერი ხუან ესტებანს წამოეწივნენ და გაუსწრეს. დადგა ფრუმის ჯერი, მან ტემპს უმატა თუმცა კინტანას ჩამოშორება ვერ მოახერხა და ასე წყვილად მიუახლოვდნენ 150 მეტრიან ნიშნულს სადაც ფრუმმიმ ისევ შეუტია, ეხლა უკვე ფეხზე დამდგარი. ეს შეტევა გადამწყვეტი გამოდგა. ფრუმმიმ უშუალო კონტაქტში მოუგო ეტაპი უშუალო კონკურენტს.
როგორც მან ეტაპის შემდეგ განაცხადა ეს დიდი გამოწვევაა მოიგო ორი გრანდ ტური ერთ სეზონში და მისი ტაქტიკა განისაზღვრება უშუალოდ იმ დღის მდგომარეობით. უნდა ითქვას, რომ ეტაპზე დიდი დანაკარგები არ მომხდარა, ძირითადი კონკურენტები 30 წამის ფარგლებში ჩაჯდნენ.
დღევანდელი ეტაპი ბილბაოს მიდამოებში ორი წრით, შესაბამისად ალტო ელ ვივეროზე ორი ასვლით და მისგან დაშვების შემდეგ ფინიშით გვირგვინდება. დიდი შანსი ექნება დაწინაურებულებს, თუმცა ეს გრანდ ტურია და მის ნებისმიერ მონაკვეთზე განსაკუთრებულის მოლოდინში უნდა ვიყოთ!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.