გმირული პოდიუმი
გუშინ ასტანაში ძიუდოში მსოფლიო პირველობა დასრულდა
ბოლო დღეს, ტრადიციულად გუნდური შეჯიბრება ჩატარდა სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. იაპონია, სამხრეთ კორეა, მონგოლეთი, საქართველო…
მართალია მესამე ადგილისათვის ჩვენებურებმა გერმანელები დაამარცხეს, მაგრამ ბრინჯაოსათვის ბრძოლაში გადამწყვეტი რუსეთთან გამარჯვება იყო.
ორით ორზე ბრწყინვალედ იასპარეზა ლევან მათიაშვილმა, მან ორი ულამაზესი ვაზარით გადამწყვეტი ქულა მოუტანა საქართველოს ნაკრებს.
მანამდე ჩვენს მონაგარს შემატეს ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა
აღსანიშნავია ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში, მსაჯთა ჩემთვის გაუგებარი ჩარევით, მარცხი მონგოლეთთან. ზოგადად მსაჯობასთან დაკავშირებით საუბარი დიდათ მოსაწონი არ არი, თუმცა მაგალითისატვის დავსვათ შეკითხვა იყო თუ არა ნუგზარ ტატალაშვილის მარცხი ოდბაიარ განბაატართან მსაჯების დამსახურება? მართალია ეს შეხვედრა გუნდურ შეჯიბრში არ ყოფილა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.
მე სპეციალისტი არ ვარ და დაე სპეციალისტებმა გაუკეთონ ამ ორთაბრძოლას კომენტარი.
საქართველოს ნაკრებმა ურთულეს პირობებში მოიპოვა ეს ბრინჯაო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ადგილი მსოფლიოს ძიუდოს ელიტაში.