გერმანელთა დომინირება სპრინტში
მეხუთე, შეიძლება ითქვას მარათონული 233 კილომეტრიანი, ეტაპი სავარაუდოთ სპრინტერულად მიიჩნეოდა. ძირითად ფავორიტად კი გერმანელები მარსელ კიტელი და ანდრე გრაიპელი, თუმცა როგორც წინა ეტაპზეც გამოჩნდა იტალიელები ტრადიციულად არაფრის დათმობას არ აპირებენ და მილან – სან–რემოს წლევანდელი ფრანგი გამარჯვებულიდანაც ყველა მოელის რაღაც დამაჯერებელს.
ეტაპზე მრავლად იყო დაცემები. ფინიშამდე ბარე 50 კილომეტრით ადრე ნათელი გახდა, რომ მარსელი დღეს ვერაფერ საინტერესოს ვერ მოიმოქმედებდა. დღის ლიდერთა ჯგუფის დაწევის შემდეგ რბოლაში ერთხანს გაურკვევლობა, გამოკვეთილი ლიდერის არყოფნა შეიმჩნეოდა. გუნდებმა ვერ შეძლეს ფინალურ სპრინტამდე მოფინიშეთა კლასიკურად მიყვანა. შედეგათ სპრინტი ტრადიციულზე ადრე გაიხსნა, 200 მეტრზე მეტი იყო დარჩენილი როცა ანდრე გრაიპელს (გორილა) მოუწია წინა პოზიციაზე გასვლა და გადამწყვეტი სპრინტის წამოწყება. თანაბარი შესაძლებლობების მქონე სპრინტერტა პაექრობაში ეს მარცხის ტოლფასია, მაგრამ 11 მაისს გორილას ბადალი სპრინტერთა შორის არ მოიძებნა. მან უპირატესობას არათუ მოუკლო, არამედ სულ უფრო და უფრო უმატა და ფინიშის ხაზი დიდი, შეიძლება ითქვას მოწინააღმდეგეებზე „საუკუნით“ ადრე გადაკვეთა.
კარიერაში ეს გრანდ ტურის ეტაპი ანდრესთვის მე–18–ე, მათ შორის ჯიროზე რიგით მე–4–ე გამოდგა, მანამდე 2008, 2010 და 2015 წლებში ქონდა თითო თითო მოგებული.
ეს გერმანელთა სამიდან მესამე სპრინტია წლევანდელ ჯიროზე. როგორც ჩანს მაღალი მთების დაწყებამდე მათთან კონკურენციას ვერავინ შეძლებს.
ვარდისფერი მაისური კი კვლავ ჰოლანდიელ ტომ დუმულინს ამშვენებს, მისი გუნდი ჯერ ჯერობით ტაკტიკურად უშეცდომოთ გამოიყურება.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.