ასტანას დომინირება ლომბარდიის დიდ ტრიპტიქზე
დღეს ლომბარდია არა ეპიდსიტუაციის გამო იყო ყურადღების ცენტრში, თუმცა რაც ხდებოდა ყველაფერს თავისი დაღი სწორედ წლევანდელმა მოვლენებმა დაასვა.
ვერაფერი ბედენა სანახაობაა უსაფრთხოების პირობებში რბოლის წარდგენა, თუმცა თავად რბოლა ის გამოდგა რისთვისაც გვიყვარს ველოსპორტი.
თავად ლომბარდიის ტრიპტიქს (Trittico Regione Lombardia) არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს, 1997 წლიდან იმართება, მაგრამ ის აერთიანებს სამ ისტორიულ რბოლას.
ტრე ვალი ვარეზინე (Tre Valli Varesine) ვარეზეს სამი ხეობა, იმართება 1919 წლიდან;
კოპა ბერნოკკი (Coppa Bernocchi) ბერნოკის თასი, იმართება 1919 წლიდან;
კოპა უგო აგოსტინი (Coppa Ugo Agostoni) უგო აგოსტინის თასი, იმართება 1946 წლიდან.
ტრადიციულად გამარჯვებული სამივე რბოლის ჯამში ვლინდება, თუმცა წელს, ეპიდემიასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ორგანიზატორები შეთანხმდნენ ერთი სტარტით შემოფარგლულიყვნენ და რბოლის ტრასა სამივე მარშრუტის საინტერესო მონაკვეთებიდან შეედგინათ.
გაერთიანებული ლომბარდიის ტრიპტიქს მეტწილად თავსხმა წვიმა დაერთო, რამაც ხელი შეუშალა რბოლის ტრანსლირებას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
რასაკვირველია ვისი მონათხრობი იქნება უფრო ფასეული ვიდრე თავად გამარჯვებულისა. როგორც ბასკთა სახელოვანი ველო ტრადიციების ღირსეულმა გამგრძელებელმა გორკა ისაგირემ, ყაზახურ ასტანადან, რბოლის შემდეგ თქვა ეს მის კარიერაში საუკეთესო თუ არა დიდად სამახსოვრო მაინც იქნება.
მან და მისმა, ასევე ბასკმა, თანაგუნდელმა ალექს არანბურუმ მოახერხეს დაწინაურებულ ლიდერთა ჯგუფში მოხვედრა. რბოლის ფინალში, ბოლოს წინა აღმართზე გორკამ შეუტია და ფინიში ამაყმა და უზომოდ ბედნიერმა ერთპიროვნულად გადაკვეთა.
ალექსმა კი მეორე ადგილისთვის სპრინტში თვით გრეგ ვან ავერმარტს აჯობა. მართალია გრეგი სტრადე ბიანკედან საკმაოდ გადაღლილი ჩანდა თუმცა არანბურუს დამსახურებას ეს ვერანაირად ვერ დააკნინებს. ვფიქრობ ეს მოვლენები ასტანას უამრავ ბატალიებში განბრძობილი გასაგები ტაქტიკური მონახაზია. თუ დაწინაურებულებში საფინიშო მონაკვეთზე რამდენიმე მრბოლელი ყავს აღმართზე უტევს ვისაც უარესი სპრინტი აქვს. თუ ასე გამარჯვებამდე მივა კარგი, თუ არადა საფინიშო სპრინტში მის გუნდს იქნება კიდე ერთი შანსი.
ბოლოს აღვნიშნავ, რომ ასტანელ ბასკებთან ერთად, ფრიად საპატიო პოდიუმზე, გრეგ ვან ავერმარტის ყოფნა მის კარგ ფორმაზე მეტყველებს და სეზონის განმავლობაში გრეგისგან ბევრს უნდა ველოდოთ. ბასკთა მრბოლელებს კი კიდე ბევრი წარმატება!
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.