ანდერების ტრიუმფი
დასვენების დღის შემდეგ 219 კილომეტრიანი ეტაპი ოთხი კატეგორიული აღმართით, მათ შორის საფინიშო, დიდი გამოცდაა. გუშინდელი ეტაპი ბრიტანული სკაისათვის გამოდგა საკვანძო, პირველივე აღმართზე ჩამორჩა შარშანდელი ჯიროს პრიზიორი და წლევანდელის გამოკვეთილი ფავორიტი ესპანელი მიკელ ლანდა. ინდივიდუალური რბოლის შემდეგ იმედიანად მყოფს გუნდის ექიმის განცხადებეის დილიდანვე არენიშნებოდა ჯანმრტელობის მკვეტრი გაუარესება, ვირუსული გასტროენტერიტის დიაგნოზით, განიცდიდა მკვეთრ ტკივილებს მუცლის არეში. მიუხედავათ ამისა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება მისი სტარტზე დაყენებისა, თუმცა მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა და ეტაპის 66–ე კილომეტრზე დატოვა რბოლა. ლანდა დიდი დანაკლისია ყველა ველოსპორტის გურმანისათვის, მისი ყოფნა სერიოზული ინტრიგის საფუძველია ნებისმიერ დიდ რბოლაში. როგორც გუნდის ექიმმა განაცხადა, რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეტდება რათა მიკელი უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს რბოლებს. წლევანდელი ჯირო კი მისთვის სამწუხაროდ დასრულებულია.
ეტაპმა გარდამავალის ხასიათი მიიღო, ფინიშის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა დაწინაურებულთა შანსები რადგან გამოდევნებაში სპრინტერული გუნდები რასაკვირველია არ მონაწილეობდნენ, ხოლო დიდები კი ცდილობენ გადამწყვეტი სამთო ბატალიებისათვის შეინარჩუნონ თანაშემწეები.
ბოლო აღმართზე გამოიკვეთა ლიდერებში ბარდიანი–ჩსფ–ის იტალიელთა უპირატესობა. საბოლოო დაღმართზე სტეფანო პერაცციმ „ხელი შეუშალა“ მისი გუნდელის შეტევაზე დროული რეაგირებისათვის ეტაპებზე მონადირე ელ პიკკოლო პრინჩიპეს (დამიანო კუნეგო), 21 წლის ჯულიო ჩიკონემ არ გაუწბილა და ოთხმოციანი წლების შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ეტაპის გამარჯვებული შეიქნა.
ცალკე გაჩაღდა ვარდისფერი მაისურისათვის ბატალიები. ერთი გაწევა ასტანა გაიწია, თუმცა გრანდ ფავორიტისათვის ჯერ ძალიან ადრე იქნებოდა რბოლის ლიდერობა და არც სხვები შეხვდნენ გულხელდაკრეფილნი ამ წამოწყებას.
თან უნდა ითქვას ეტიქსმა ყველაფერი გააკეთა ლიდერობის შესანარჩუნებლად, თვით ვარდისფერში შემოსილი ჯან ლუკა ბრამბილა ჩაუდგა გუნდურ წყობას, მარტალი თვითონ დაკარგა მაგრამ მისი მუშაობა გუნდის წევრ 23 წლის ლუქსემბურგელ ბობ იუნგელსის სასარგებლოთ იყო და გადასცა კიდეც მას ლიდერის ვარდისფერი მაისური.
ასე გახდა ორი ანდერი ჯიროს მეათე ეტაპის ტრიუმფატორი.
დიდი მოლოდინით ველოდებით პირველი ლეგენდარული მთების გამოჩენას, სწორედ იქ, ალპებში შედგება გენერალური ბრძოლები სადაც დიდები ერთმანეთში გადაწყვეტენ თუ ვინ შეიმოსება შემაჯამებელ პოდიუმზე გამარჯვებულის ვარდისფერში, მათი ყველა ქმედება ხო ამისკენ არი, ის ბოლო ვარდისფერი დაისაკუთრონ. მანამდე კი მანევრები, საუბრები…
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.